გიორგი ვაშაძესა და სასამართლოს მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება იყო

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ცოტა ხნის წინ ხმაური იყო. ერთმანეთს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი და სასამართლოს მანდატურის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ.
მას შემდეგ, რაც გიორგი ვაშაძის სასამართლო პროცესი დასრულდა, სასამართლოს ფოიეში, სხვა პროცესზე დამსწრეებსა და მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი, რასაც გიორგი ვაშაძე შეესწრო. ვაშაძემ მანდატურებს მიმართა და ჰკითხა, „ქალებს რატომ ურტყამდნენ“. თავის მხრივ, მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებმა გიორგი ვაშაძეს მიუთითეს, რომ შენობიდან გარეთ გასულიყო და „თავისი საქმისთვის მიეხედა“.
„გაბრძანდით გარეთ და საქმეს მიხედეთ“, – მიმართა მანდატურმა გიორგი ვაშაძეს.
ვაშაძემ მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებს „უნამუსოები“ უწოდა.
„რას მიყვირი,ნუ დაკარგავთ ადამიანობას. ჩემ თვალ-წინ ურტყამთ ქალებს, არ გრცხვენიათ? უნამუსოებო!.. არაქართველები, უნამუსოები! ქალებს ურტყამენ. სად გაიზარდეთ, რა კაცობა გაქვთ საერთოდ? ესენი ქართველები არიან? მივედი და ვკითხე, ქალებს რატომ ურტყამთ-მეთქი? რა კაცობაა საერთოდ, მერე სუფრასთან დასხდებიან და ქალების სადღეგრძელოს იტყვიან. ა ეს, ივანიშვილია ეს, არაქართველები, უნამუსოები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
საბოლოო ჯამში, გიორგი ვაშაძე და ის პირები, რომლებიც მანამდე მანდატურის სამსახურთან კამათობდნენ, ასევე მანდატურებმა სასამართლოს შენობიდან გაიყვანეს.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე მოსამართლეს – თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა – არასდროს დამავიწყდება არც თქვენი სახელი, არც თქვენი სახე

არასამთავრობოები – შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება – ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ

ნიკა გვარამია – „ქოცებმა“ ზუსტად იციან, რომ უვიზო მიმოსვლას დავკარგავთ და ყველაფერს აკეთებენ, რომ შანსი არ დარჩეს, ოდესმე უკან დავიბრუნოთ – ასეთია დაკვეთა რუსეთიდან და პუტინის ახდენილი ანტიქართული ოცნება