გიორგი ვაშაძემ პარლამენტს საკუთარი მანდატის გაუქმების მოთხოვნით ოფიციალურად მიმართა

„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, პარლამენტს ოფიციალურად მიმართა, რომ მასსადეპუტატო მანდატი შეუწყვიტონ.
როგორც ვაშაძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა, ამ საკითხზე კოლეგებთან საუბარი არ ჰქონია, თუმცა დარწმუნებულია, რომ სხვა ოპოზიციონერებიც იმავეს გააკეთებენ.
„პირადად მე უკვე გავაგზავნე განცხადება ამ თვითმარქვია ორგანოში, რომელსაც ისინი პარლამენტს უწოდებენ და დაუყოვნებლივ მოვითხოვ, შეწყდეს ჩემი მანდატი. დაუყოვნებლივ მოვითხოვ, მიიღონ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს მათთან ჩემი ყოველგვარი კავშირი. მე ამ თვითმარქვია დაჯგუფებასთან არანაირი კავშირი არ მექნება. ვიქნები თქვენთან ერთად ბოლომდე, რათა გამარჯვება მოვიპოვოთ. დარწმუნებული ვარ, ჩემი კოლეგებიც იმავეს გააკეთებენ, უბრალოდ, მე აქ ვარ და აქედან მოგმართავთ“,- განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წვავს ის საკუთარ მაისურს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა

ლევან მახაშვილი – უკრაინაში ომის დასასრული, არის იმის გამეორება, რაც 2008 წელს ვნახეთ, როცა ომიდან რვა თვის თავზე, ამერიკამ და რუსეთმა თავიანთი ურთიერთობები ისე გადატვირთეს, თითქოს, დედამიწაზე არაფერი მომხდარა