გიორგი ვაშაძეზე თავდასხმის ფაქტზე -მ გამოძიება დაიწყო

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერზე გიორგი ვაშაძეზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
ფორმულას -ში უთხრეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
17 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე უცნობი ადამიანი გიორგი ვაშაძისთვის სავარაუდოდ სახრახნისის დარტყმას ცდილობდა. არსებობს თავდასხმის მცდელობის ამსახველი ვიდეომასალაც.
არ დაშავებულა, მას მცირე ნაკაწრი ჰქონდა ნიკაპთან. თავდამსხმელი ადგილიდან გაიქცა.
“ვიდექი ვსაუბრობდი, უბრალოდ, დამესხა თავს. ამას მირტყამდა, ჯერ ზურგში დამარტყა, აქ მოვედი გონზე და ყელში უნდოდა დარტყმა. ოდნავ დაზიანება მაქვს, მაგრამ წარმოუდგენელია. რა უნდოდა, ვერ გავიგე. მკვლელობა უნდოდა, როცა ამ იარაღს გირტყამს ყელში ადამიანი თუ რა უნდოდა? მე ერთ რამეს ვეუბნები ივანიშვილს, რომ არაფერი გამოგივათ და ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს. ეს პიროვნება კი, ამ ვიდეოზე აღბეჭდილია, მისი სახე აღბეჭდილია, ეს პიროვნება თვითონ მისცემს ჩვენებას”, – ყვებოდა ფორმულას ეთერში და თავდამსხმელის მიერ დაგდებული ცივი იარაღი ხელში ეჭირა.
როგორც ჩანს, გაქცევისას თავდამსხმელ კაცს ცივი იარაღი, სახრახნისი და მანქანის გასაღები დაუვარდა.