შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყების მიუხედავად, ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერზე გიორგი ვაშაძეზე თავდამსხმელი ამ დრომდე არ დაუკავებიათ.
ფორმულამ გაარკვია, რომ პირი, რომელიც გუშინ გიორგი ვაშაძეს თავს დაესხა, დავით ედიშერაშვილია. მოგვიანებით, ეს ინფორმაცია დაადასტურა თავად გიორგი ვაშაძემაც.
ფორმულას გადამღები ჯგუფი ვაზისუბანში იმყოფებოდა, დავით ედიშერაშვილის საცხოვრებელ სახლთან, სადაც დავით ედიშერაშვილი თავისუფლად გადაადგილდებოდა ქუჩაში, მან კითხვებს არ უპასუხა.
17 დეკემბერს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე უცნობი ადამიანი გიორგი ვაშაძისთვის სავარაუდოდ სახრახნისის დარტყმას ცდილობდა. არსებობს თავდასხმის მცდელობის ამსახველი ვიდეომასალაც.
ფორმულამ მოიპოვა გიორგი ვაშაძის დიაგნოზი, რომლის თანახმადაც, მას აქვს თავის სხვა ნაწილების ღია ჭრილობა, ასევე, ლოყისა და საფეთქელ-ქვედაყბის არის ღია ჭრილობა, ნიკაპის მიდამოს ექსკორიაცია.