გიორგი ეკალაძე: ბათუმში სახლთან ტაქსიში ჩავბარგდით, იქვე იდგა პოლიციის მანქანაც და გვიყურებდა, როგორ ჩავსხედით, როგორც კი დაიძრა მანქანა… (ვიდეო)

სამოქალაქო აქტივისტი გიორგი ეკალაძე სოციალურ ქსელში წერს:
დავით ირემაძე – პოლიციელი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა, რომ ჩვენთვის მატარებელს გაესწრო
მოტივაცია არაფერი ჰქონდა გარდა იმისა, რომ დაგვეგვიანა და ამას ძალით აკეთებდა.
ბათუმში სახლთან ტაქსიში ჩავბარგდით, იქვე იდგა პოლიციის მანქანაც და გვიყურებდა, როგორ ჩავსხედით, როგორც კი დაიძრა მანქანა ალბათ 1 მეტრიც რომ არ გაგვივლია, მძღოლს ღვედი არ ეკეთა, ანუ ჯერ დაძრა და უნდა გაეკეთებინა, როგორ კი ბორბლები ორჯერ დატრიალდა ეგრევე გაგვაჩერა. სადღაც 00:30-ია და ჩვენი მატარებელი გადის 00:45-ზე.
მძღოლს თავიდანვე დამცინავად ელაპარაკებოდა, მერე ავუხსენით სიტუაცია და ვთხოვეთ, რომ მანქანა 2 წამის დაძრული იყო და ძალიან გვეჩქარებოდა, 1 წუთში დავწერ ჯარიმასო, კარგი, ზრდილობიანად ვთხოვეთ, რომ ცოტა დაეჩქარებინა, და ანას მიუტრიალდა, მართვის მოწმობა თუ გაქვთო, მგზავრს ეკითხება, ანას ცოდნის შესამოწმებლად, ჩვენ ვუთხარით რომ რა შუაშია ეს და იქნებ მალე გამოეწერა,
უკვე ძალიან უხეშად დაგვიწყო საუბარი, რომ აქამდე ვიზამდი და ახლა დროს მაკარგინებთო, ჩვენ ვუთხარით, რომ უბრალოდ გამოეწერა, საუბარი არ გავუგრძელეთ.
წავიდა და რომ გვგონია ჯარიმა მოაქვს, ალკოტესტი მოიტანა და მძღოლს ჩააბერინა, კარგი, უკვე 10 წუთში გადის მატარებელი, ველოდებით და არადა არ მოდის, მე და ანა გადავედით, რომ გაგვერკვია რა ხდება. მანქანიდან რომ გადავედით ამ დროს გადმოვიდა ჯარიმა ხელში ეკავა და მძღოლთან მიდიდოდა და რომ დაგვინახა მანქანას წრე დაარტყა და მიბრუნდა, ჩვენ ვკითხეთ ამას რატომ აკეთებდა და უზრდელად, დამცინავი ტონით გააგრძელა საუბარი, ვიდეოშიც ჩანს მისი დამოკიდებულება (კომენტარებში დავდებ ვიდეოს ლინკს) – ბოლოს მოგვაძახა მალე წადით გაგვიანდებათო.
ჯერ ხომ სულ ტყუილად გაგვაჩერა, მაგრამ კარგი უნდა გეკეთოს და მერე დაძრა ეს გაგებადია, მაგრამ ძალით ჯინაზე გვიჭიანურებდა ჯარიმის გამოწერას, აი, გზას იგრძელებდა და ნელი ნაბიჯით დადიოდა, ამ დონემდე იქცეოდა, და თან უზრდელური, დამცინავი ტონით მოგვამრთავდა.
საბოლოოდ მოვასწაროთ, 00:44-ზე შევედით ვაგონში, მაგრამ მატარებლის გასწრებაზე საერთოდ არ ვღელავდით, უბრალოდ რატომ იკმაყოფილებს პოლიცია ყველა კომპლექსს ჩვენზე, არ ვიცი.
დრო აუცილებლად გამოიცვლება, დავით ირემაძის და მისი საქციელის დამვიწყები კი ჩვენ არასდროს არ ვართ.
თუ ვინმე იცნობთ, დამავალებთ თუ ამ პოსტს აჩვენებთ, ფბ-ში ვერ ვიპოვე.