გიორგი გულიაშვილი სანტანდერის „რასინგში“ გადადის – ბოსნიური გამოცემა

„სარაევოს“ ქართველი კაპიტანი გიორგი გულიაშვილი ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ლიდერ სანტანდერის „რასინგში“ გადადის – ინფორმაციას ბოსნიური გამოცემა MeridianSport-ი ავრცელებს.
„ცნობილია, სად გააგრძელებს კარიერას „სარაევოს“ კაპიტანი გიორგი გულიაშვილი – ქართველი თავდამსხმელი გუნდს ტოვებს და მალე ესპანეთის ლა ლიგა 2-ის ლიდერის, სანტანდერის „რასინგის“ ფეხბურთელი ოფიციალურად გახდება“.
გულიაშვილი „სარაევოს“ 2023/2024 წლების სეზონში თბილისის „იბერიიდან“ (ყოფილი „საბურთალო“) შეუერთდა. თუმცა ერთი სეზონი იჯარით „ველეჟში“ გაატარა.
„რასინგი“ ადრე ესპანეთის ლა ლიგაში ასპარეზობდა, ამჟამად კი ლა ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
პირველი არხი