გიორგი გრძელიშვილი – ყოველ საღამოს რამდენიმე ათეული რადიკალი მომიტინგე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობს ქართველ ხალხზე, რაც წარმოუდგენელია – ასე ვეღარ გაგრძელდება და ამას შესაბამისი ორგანოები აუცილებლად მიხედავენ

ყოველ საღამოს რამდენიმე ათეული რადიკალი მომიტინგე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობს ქართველ ხალხზე, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია – ასე ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ იურიდიულ ნორმებშიც არ ჯდება, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გადაკეტოს რუსთაველი, თუმცა ამას შესაბამისი ორგანოები აუცილებლად მიხედავენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კომუნიკაციების სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი გრძელიშვილმა განაცხადა, როდესაც რუსთაველის გამზირის გადაკეტვასთან დაკავშირებით ჟურნალისტის დასმულ კითხვას უპასუხა.
გიორგი გრძელიშვილის განცხადებითვე, მმართველი გუნდის პოზიციაა, რომ ვეღარ გაგრძელდება მსგავსი მცდელობა, რადგან იურიდიულ ნორმებშიც არ ჯდება, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გადაკეტოს რუსთაველი.
„საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ყოველ საღამოს რამდენიმე ათეული რადიკალი მომიტინგე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობს ქართველ ხალხზე. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩვენ ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში გზის გადაკეტვა ხდება ისე, რომ ამის არც ფიზიკური, არც იურიდიული საფუძველი არ არსებობს, ვგულისხმობ ხალხის რაოდენობას. ვხედავთ იმას, რომ ეს ადამიანები მიზნად ისახავენ, თუნდაც, რამდენიმე საათით ქუჩის გადაკეტვას და ამას მცირე გამარჯვებად თვლიან. რა თქმა უნდა, ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ეს ასე ვეღარ გაგრძელდება იმიტომ, რომ იურიდიულ ნორმებშიც არ ჯდება, რამდენიმე ათეულმა ადამიანმა გადაკეტოს რუსთაველი, თუმცა ამას შესაბამისი ორგანოები აუცილებლად მიხედავენ.“- განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.
რაც შეეხება უშუალოდ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებს, გრძელიშვილის განცხადებით, „ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა 30 სექტემბრიდან მოყოლებული ძალიან ბევრჯერ გააფრთხილეს ხალხი, რომ კანონდარღვევას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება“.
გიორგი გრძელიშვილის განცხადებით, აქციის თითოეულმა მონაწილემ კარგად იცოდა თუ სად მიდიოდა 4 ოქტომბერს, „შესაბამისად მათი მცდელობები თავიდან აირიდონ პასუხისმგებლობა არ მოხდება, რადგან კანონის წინაშე ყველა მათგანი აგებს პასუხს“.
„მე შემიძლია წაგიკითხოთ რამდენიმე ამონარიდი, მაგალითად 30 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მ თქვა ასეთი რამ – „ჩვენ უნდა გავაფრთხილოთ ყველა, განსაკუთრებით აქციაზე წამსვლელი ხალხი მოერიდონ ასეთ გეგმებში მონაწილეობას“. ისევ ირაკლი „მე მინდა უბრალოდ ყველა გავაფრთხილო, ჩვენ არავის დაპატიმრება არ გვიხარია, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება.“ ისევ პრემიერ-მინისტრი, ეს არის უკვე 3 ოქტომბერი – „გავაფრთხილოთ ყველა ფუჭად ნუ აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა“.
ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადება: „ვინმეს არ წაუცდეს ხელი იმ კანონის დარღვევაზე და არ დაუცდეს ფეხი იმ კანონზე, აპირებენ პროვოკაციებს და უნდა იცოდეს ყველამ, რომ ამ პროვოკაციას მოჰყვება კანონისმიერი პასუხი“. ანუ ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები, რომლებიც მივიდნენ ხელისუფლების დასამხობად დღეს ცდილობენ, რომ სხვადასხვა მიზეზით თავი დაიძვრინონ, პროფესორმაც, ექიმმაც, სტუდენტმაც, ყველამ იცოდა სად მიდიოდა, ყველა იყო გაფრთხილებული და ჩვენი პოლიტიკური გუნდი კანონს, რა თქმა უნდა, აღასრულებს“,- განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა.