გიორგი გორგაძესთან, რომელიც სასამართლო დარბაზში შეუძლოდ გახდა, სასწრაფო დახმარება გამოიძახეს – ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებულს რამდენიმე დღის წინ ფილტვების ანთება ჰქონდა

პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ გიორგი გორგაძესთან, რომელიც სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.
ის შეუძლოდ პროცესის დაწყებისთანავე გახდა. ბრალდებულთან სასამართლოს ექიმი გამოიძახეს, სხდომათა დარბაზი კი დამსწრეებს დაატოვებინეს.
ცოტა ხნის წინ დარბაზში გორგაძის მშობლები შეიყვანეს.
დაკავებულებიდან ერთ-ერთის ადვოკატის, არჩილ ჭავჭანიძის განმარტებით, ექიმმა მათ უთხრა, რომ გორგაძემ დილით, მშიერ კუჭზე „ნიმესილი“ დალია, ამასთან, რამდენიმე დღის წინ ფილტვების ანთება ჰქონდა, ეს მდგომარეობა კი შემდეგ პერიოდს ახასიათებს. ადვოკატის თქმით, ბრალდებულს საჭმელს მიუტანენ, მდგომარეობას სასწრაფოს ბრიგადაც შეაფასებს და იმის მიხედვით გადაწყვეტენ თუ როგორ იმოქმედონ.

ასევე დაგაინტერესებთ

რაჟდენ კუპრაშვილი – ვიკვლევთ კორუფციულ ფაქტებს, რაც გრანტების ხარჯვას უკავშირდება – თუ აღმოჩნდება, რომ ბრიტანული თანხაც არაკეთილსინდისიერად არის გამოყენებული და პოლიტიკას ემსახურება, მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს