გიორგი გობრონიძე – სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი

ისრაელ-ირანის ომის დასრულების შემდეგ სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ახალ რეალობაზე, სავარაუდოდ, როგორ აისახება რეგიონზე ზანგეზურის კორიდორის შესაძლო გახსნა, რომლითაც თურქეთს აზერბაიჯანთან სახმელეთო გზით დაკავშირება შეეძლება, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით პეკინისა და ვაშინგტონის დამოკიდებულებების ფონზე, სავარაუდოდ, როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის ომი, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, როგორ გამოიყურება საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკა, „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების საკითხების მკვლევარს, გიორგი გობრონიძეს ესაუბრა.
– ბატონო გიორგი, ისრაელ-ირანის ომის დასრულების შემდეგ საკმაოდ გამწვავებულია ვითარება რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის.
რუსეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობის ფონზე აზერბაიჯანულ ქალაქ ხანკენდიში (სტეფანოკერტში) გაიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევის, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანისა და ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეჟიშკიანის შეხვედრა.
აზერბაიჯანული და თურქული წყაროების ცნობით, ამ ქვეყნების პოლიტიკურ წრეებში აქტიურად საუბრობენ სომხეთ-ირანის სახელმწიფო საზღვრის გასწვრივ, რომლის სიგრძე 45 კილომეტრია, ზანგეზურის კორიდორის გზის გახსნაზე, რომლითაც აზერბაიჯანი ნახჭევანსა და თურქეთს სახმელეთო გზით დაუკავშირდება.
ამ გზის გახსნით, სომხეთიც იხეირებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ თურქეთს ექნება საშუალება შუა აზიის თურქულენოვან ხალხებთან აზერბაიჯანის გავლით უფრო მეტად ჰქონდეს ეკონომიკური კავშირები.
თუ ეს გეგმა განხორციელდა, დამკვირვებელთა უმეტესობა თვლის, რომ „ეს იქნება გეოეკონომიკური და გეოპოლიტიკური ძვრა“. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ასეთ შემთხვევაში თურქულენოვანი ქვეყნების დამაკავშირებელი „ზანგეზურის კორიდორი“ საქართველოს „შუა დერეფნის“ კონკურენტი იქნება. თუმცა, აზერბაიჯანიდან საქართველოზე გამავალ მილსადენების მუშაობაზე არანაირად არ აისახება.
თქვენ როგორ შეაფასებდით აზერბაიჯანის, ირანისა და თურქეთის პრეზიდენტების ქალაქ ხანკენდიში შეხვედრას და იმ გეგმებს რაზეც ამ ქვეყნების დედაქალაქებში და ამ შეხვედრაზეც ისაუბრეს?
– ირან-ს ომმა მნიშვნელოვნად შეცვალა ძალთა ბალანსი, როგორც ახლო აღმოსავლეთში ისე – სამხრეთ კავკასიაში. ბოლო ათწლეულების განმავლობაში ირანის ისლამური რესპუბლიკა პოზიციონირებდა, როგორც სახელმწიფო, რომელთან დაპირისპირებაც, შესაძლოა, ტრაგიკული შედეგებით დასრულდეს ნებისმიერი მისი მოწინააღმდეგისთვის, თუმცა მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებამ ნათლად წარმოაჩინა, რომ ირანი მოუმზადებელი აღმოჩნდა პირდაპირი სამხედრო კონფრონტაციისთვის, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად ბოლო 15 წელი ირანის უსაფრთხოების პოლიტიკა სრულად იყო ფოკუსირებული ისრაელისა და -ს მხრიდან მომდინარე საფრთხეებზე.
პირველი, რაც თვალში საცემია, ირანული სპეც. სამსახურების უმძიმესი ჩავარდნა. როგორც მოვლენებმა ცხადყო ირანის დედაქალაქში ისრაელის სადაზვერვო სამსახურები პრაქტიკულად დაუბრკოლებლად მუშაობდნენ. ისინი ქმნიდნენ არა მხოლოდ აგენტურულ ქსელს, არამედ ავითარებდნენ სადაზვერვო და სამხედრო ინფრასტრუქტურასაც კი.
თეირანის ცენტრში და არა მხოლოდ იქ, მოსადმა შეძლო განთავსება დრონების დანაყოფების, ანტი სარაკეტო სისტემების, ასევე სპეც დანიშნულების მებრძოლების. მას ასევე ქონდა ზედმიწევნით ზუსტი ინფორმაცია ირანელი მეცნიერების, სამხედროების და მაღალი თანამდებობის პირების ადგილმდებარეობის, გადაადგილების და პიროვნული ჩვევების შესახებაც კი.
მაგალითად, მოსადის განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ მათ ხელი შეუწყეს იმგვარი პირობების შექმნას, რაც ირანის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობას აიძულებდა ერთად შეკრებას, ერთ სივრცეში კონცენტრირებას, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდა ერთი დარტყმით ირანის სამხედრო საჰაერო ძალების მართვის სრულად მოშლა. ეს მიუთითებს მხოლოდ იმაზე, რომ ებრაულ სპეც. სამსახურს ზუსტად ქონდა შესწავლილი ირანის სამხედრო მანქანის მუშაობის სტილი და სპეციფიკა, იცნობდა გადაწყვეტილების მიღების პროცესსა და მექანიზმებს.
ირან – ისრაელის ომის მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი მომენტი იყო ირანული საჰაერო თავდაცვის არაეფექტური მუშაობა. ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალებმა პრაქტიკულად სერიოზული წინააღმდეგობის გარეშე შეძლეს ირანის ცაზე ბატონობის მოპოვება და არა მხოლოდ თეირანში, ან ირანის დასავლეთ რეგიონებში, არამედ უშუალოდ ირანის აღმოსავლეთში, 2300 კმ-ის სიღრმეში დარტყმების უდანაკარგოდ განხორციელება.
დაზიანდა არა მხოლოდ ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურა, არამედ სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, სამხედრო ბაზები, მაგრამ რაც განსაკუთრებით მტკივნეულია ირანისთვის, სერიოზული დარტყმა მიადგა ირანის ნავთობისა და გაზის მომპოვებელ მრეწველობას. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ირანული პორტებიც.
დაზიანდა არა მხოლოდ ირანის ბირთვული ინფრასტრუქტურა, არამედ სამხედრო სამრეწველო კომპლექსი, სამხედრო ბაზები, მაგრამ რაც განსაკუთრებით მტკივნეულია ირანისთვის, სერიოზული დარტყმა მიადგა ირანის ნავთობისა და გაზის მომპოვებელ მრეწველობას. დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ირანული პორტებიც
ირანის საჰაერო თავდაცვამ, რომელიც დაკომპლექტებულია მათ შორის რუსული წარმოების ბოლო თაობის ჰაერსაწინააღმდებო სისტემებით C-400 და C-300-ებით ვერ შეძლო არათი საჰაერო სივრცის, არამედ სტრატეგიული ობიექტების დაცულობის ლოკალური უზრუნველყოფაც, რაც ერთი მხრივ, შესაძლოა, აიხსნას იმით, რომ ისრაელის სპეც. სამსახურმა შეძლო ამ სისტემების მწყობრიდან გამოყვანა, ჯერ კიდევ შეტევის დაწყებამდე, ასევე იმითაც, რომ ამ სისტემებს ძალიან უჭირთ გამკლავება თანამედროვე ამერიკულ ავიაციასთან (რომლითაც დაკომპლექტებულია ისრაელის სამხედრო საჰაერო ძალები, F-16, F-22, F-35 მოდელის თვითმფრინავები).
რაც შეეხება ირანის პასუხს, ის საკმაოდ ძლიერი იყო და სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ევროკავშირის და ნატოს არაერთ წევრ სახელმწიფოს გაუჭირდებოდა ასეთი სახის და ინტენსივობის სარაკეტო იერიშების მოგერიება.
მეტიც, მასთან გამკლავება გამოწვევას წარმოადგენდა ისრაელის ანტი სარაკეტო სისტემებისთვისაც, თუმცა ისრაელმა შეძლო წარმატებით გაერთმია თავი ამოცანისთვის. შეტევის ინტენსივობის ფონზე, მიყენებული ზიანი შეიძლება ითქვას, რომ მინიმალური იყოს. აქვე აღსანიშნავია რეგიონის არაბული ქვეყნების ჩართულობაც, რომლებიც, მაგალითად იორ აქტიურად ეხმარებოდა ისრაელს საჰაერო საფრთხეების განეიტრალებაში.
იორდანიაზე საუბრისას აღნიშვნის ღირსია სხვა არაბული ქვეყნებიც. მათი პოზიცია ცხადყოფს, რომ ირანს არ ყავს რეგიონში არც ერთი მეგობარი, არც ერთი მოკავშირე და პრაქტიკულად არც ერთი არაბული ქვეყნის მოქმედება არ გაცდენია კრიტიკულ განცხადებას. მეტიც, ისრაელისადმი კრიტიკული განცხადებების მიღმა, საქმით ეს ქვეყნები პირდაპირ იყვნენ ჩართულნი ირანის წინააღმდეგ მოქმედებებში.
მაგალითად, , რომელმაც მყისიერად განათავსა სამხედრო ნაწილები იემენის საზღვართან, ბაჰრეინი, რომლის პორტებიც აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების ძირითადი პლაცდარმია რეგიონში, ყატარი, სადაც განთავსებულია აშშ სამხედრო ძალების სარდლობა, იორდანია, რომელიც საუდის არაბეთთან ერთად მონაწილეობდა ირანიდან გაშვებული საჰაერო სამიზნეების გადაჭერაში.
ეს იყო პირდაპირი შედეგი იმისა, რომ ირანი წლების განმავლობაში ძირს უთხრიდა სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების სახელმწიფოთა უსაფრთხოებას წვრთნიდა, ავითარებდა, აძლიერებდა სხვადასხვა ტერორისტულ, პარამილიტარისტულ დაჯგუფებებს ერაყის, სირიის, პალესტინის ავტონომიის, ლიბანის ტერიტორიებზე, ყოველმხრივ აფერხებდა ებრაულ – არაბული კონფლიქტის ნორმალიზაციის პროცესს.
სამწუხაროდ, ცოტა საუბრობს იმაზე, რომ ცნობილი 7 ოქტომბრის ტერორისტული თავდასხმის უკან, როდესაც ჰამასის მებრძოლებლა გაიტაცეს ასეულობით, ხოლო განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს 1200-მდე ისრაელის მოქალაქე სწორედ ირანის ისლამური რეჟიმი იდგა.
შემთხვევითი არ იყო, რომ ეს თავდასხმა ისრაელისა და საუდის არაბეთის მოლაპარაკებების დაწყებას მცირე ხნით უსწრებდა. ამდენად ირანმა შეძლო მოეხდინა საბოტირება დიპლომატიური პროცესისა, რომლისაც მას ღამის კოშმარივით ეშინოდა, რადგან თუ ვინმე არის თეირანისთვის ისრაელის შემდეგ გამოწვევა ახლო აღმოსავლეთში, ეს არის სწორედ საუდის არაბეთი და სპარსეთის ყურის სხვა არაბული ქვეყნები.
აღარაფერს ვამბობთ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ირანის მიერ ჰესბოლას საკუთარ პროქსი ჯგუფად ჩამოყალიბებაზე, რამაც პრაქტიკულად ლიბანის სახელმწიფოებრიობის უკიდურესი დასუსტება გამოიწვია და ქვეყანა ჩაითრია სექტარიანული დაპირისპირების სპირალში.
ირანი ათწლეულების განმავლობაში იყენებდა პალესტინელებს, ასევე შიიტურ ჯგუფებს, როგორც ისრაელის, ისე – რეგიონის არაბული ქვეყნების წინააღმდეგ, შედეგად კი მიიღო მან რეგიონული იზოლაცია.
ირანი ათწლეულების განმავლობაში იყენებდა პალესტინელებს, ასევე შიიტურ ჯგუფებს, როგორც ისრაელის, ისე – რეგიონის არაბული ქვეყნების წინააღმდეგ, შედეგად კი მიიღო მან რეგიონული იზოლაცია
რაც შეეხება ირანის კიდევ ერთ მოკავშირეს, ს ფედერაციას, მან ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც სომხეთ-აზერბაიჯანის ომის შემთხევვაში ვერ შეძლო საკუთარი მოკავშირის, და შეიარაღების, განსაკუთრებით დრონებისა და ბალისტიკური რაკეტების ერთ-ერთი უმთავრესი მიმწოდებლის ინტერესების და უსაფრთხოების დაცვა, შემოიფარგლა დიპლომატიური კრიტიკით, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს მისი რეგიონულკი პოზიციების შესუსტებაზე და არის დამატებითი სიგნალი მისი მეზობლების, მოკავშირეების და მოწინააღმდეგეებისთვის, რომ მოსკოვი არ არის, და ვერ ახერხებს იყოს სანდო, საიმედო პარტნიორი და მოკავშირე.
დიდი ალბათობით, რუსეთის მიერ რეგიონულ დონეზე სისუსტის დემონსტრირება გახდა ის მსაზღვრელი, რამაც აზერბაიჯანს გააბედინა ის, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ.
დიდი ალბათობით, რუსეთის მიერ რეგიონულ დონეზე სისუსტის დემონსტრირება გახდა ის მსაზღვრელი, რამაც აზერბაიჯანს გააბედინა ის, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვუყურებთ
თუმცა უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ამ ეტაპზე კონფრონტაციის გაღრმავება არ არის მოსალოდნელი. დიპლომატიური დემარში, დაკავებების სერია რასაც ვუყურებ, აზერბაიჯანში რუსული გავლენების შემცირებას ემსახურება, ასევე არის სიგნალი მოსკოვისთვის, რომ მას შემდგომ რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებში მოუწევს მეტად გაუწიოს ანგარიში ბაქოს პოზიციას.
ლოგიკურია იმის ვარაუდიც, რომ ოფიციალური ბაქო, თურქული მხარდაჭერის გარეშე მსგავს ნაბიჯებს ვერ გადადგამდა. შესაბამისად, ჩვენ ახლა ვაკვირდებით რუსეთის პოზიციების შესუსტებით გაჩენილი სივრცის თურქეთის მიერ ათვისების პროცესს.
აღნიშნულის კიდევ ერთი ილუსტრაციაა ყარაბახში გამართული შეხვედრა, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე მიანიშნა ირანელ ლიდერს მისი აზერბაიჯანული წარმომავლობის შესახებ, რაც საკმაოდ დახვეწილი დიპლომატიური ფორმით გააკეთა.
საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ – სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ – თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი. ასეთ დროს, იმის ალბათობა, რომ სომხეთი დათანხმდება სიუნიქში, სომხეთის სამხრეთით გამავალი დერეფნის (ეწ. „ზანგეზურის“ დერეფნის) გახსნას მაღალია, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც აღნიშნულით დაინტერესებულია არამხოლოდ თურქეთი და აზერბაიჯანი, არამედ დასავლეთიც.
არაერთი მინიშნება გაკეთდა ევროკავშირის მხრიდან, რომ ისინი მიესალმებიან თურქეთსა და სომხეთს შორის საზღვრის გახსნას, რაც რეგიონს ახალ შესაძლებლობებს მისცემს.
ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ახალი შესაძლებლობა ნიშნავს ახალი სავაჭრო და სატრანსპორტო მარშრუტების გაჩენას. ზანგეზურის დერეფნის გახსნა, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნა არ ნიშნავს მხოლოდ საავტომობილო გზის გახსნას, ის მოიცავს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, რომლის მნიშვნელოვანიუ ნაწილიც არსებობს, გარემონტებას და გაძლიერებას, შესაბამისად, ეწ. „შუა დერეფნის“ დივერსიფიკაციას. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება საქართველოს რეგიონულ და ეკონომიკურ პოზიციებზე.
გახსნა, სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრის გახსნა არ ნიშნავს მხოლოდ საავტომობილო გზის გახსნას, ის მოიცავს სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, რომლის მნიშვნელოვანიუ ნაწილიც არსებობს, გარემონტებას და გაძლიერებას, შესაბამისად, ეწ. „შუა დერეფნის“ დივერსიფიკაციას. ეს ყველაფერი პირდაპირ აისახება საქართველოს რეგიონულ და ეკონომიკურ პოზიციებზე
შესაბამისად, ის ფაქტი რომ ამ ეტაპზე მილსადენების მუშაობას არაფერი ემუქრება, არ იძლევა სიმშვიდის საფუძველს. ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური პოტენციალის შენარჩუნება და ზრდა, აღნიშნულ ფონზე, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო ჩამორჩება რეგიონში მიმდინარე ძვრებს.
გასაგებია, რომ საქართველოს არ აქვს ბერკეტები, რომ ხელი შეუშალოს მოცემულ პროცესებს, თუმცა, ქვეყანას ჯერ კიდევ აქვს დრო იყოს ყველაზე სასურველი და სანდო პარტნიორი მეზობელი ქვეყნების, საერთაშორისო პარტნიორების, და მსხვილი ტრანსნაციონალური კორპორაციებისთვის, რათა არ დაკარგოს ეკონომიკური როლი.
იმის თქმა, თუ რამდენად შეძლებს საქართველო აღნიშნული ამოცანისთვის თავის გართმევას, რთულია. მაგალითად, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ბოლო დროს წარმოქმნილი დაძაბულობა, ევროპელ პარტნიორებს უბიძგებს ეძებონ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ინტერესების დაკმაყოფილების ალტერნატიული გზები. შესაბამისად, სწორედ ამით აიხსნება სომხეთ-თურქეთის მოლაპარაკებებისადმი მხარდაჭერა, და ინტერესი მოხდეს რეგიონული კომუნიკაციების განბლოკვა.
სამწუხაროდ, საქართველო აღარ აღიქმება ევროპელი პარტნიორების მიერ, როგორც სანდო პარტნიორი და შესაბამისად არსებობს დაინტერესება, რომ ევროპისკენ მიმავალი სავაჭრო მარშრუტები გადიოდეს იქ, სადაც ევროპელებს აქვთ იმედი, რომ მათი ინტერესი იქნება დაცული.
რუსეთი ღიად აფიქსირებს ინტერესს ჩრდილოთ-სამხრეთ სავაჭრო დერეფნის მიმართ, რომელმაც რუსეთი ირანის გავლით ინდოეთს უნდა დაუკავშიროს, ამ შემთხვევაში სავარაუდო მარშრუტი ორია, რუსეთი-აზერბაიჯანი-ირანი, რუსეთი-საქართველო-სომხეთი-ირანი. ეს უკანასკნელი მოიაზრებს ს ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის გახსნას და ამოქმედებასაც, რაც რუსეთს ირანთან დააკავშირებს სარკინიგზო ხაზით, ასევე განიხილება – ბანდერაბასის პროექტიც, რაც შავი ზღვისა აუზს და ინდოეთის ოკეანის აუზს დააკავშირებს
გარდა აღნიშნულისა საქართველომ ვერ შეძლო შავ ზღვაზე საპორტო ინფრასტრუქტურის გამართვა იმგვარად, რომ მან კონკურენცია გაუწიოს თურქულ პორტებს. საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული ამოცანა უნდა ყოფილიყო სახმელეთო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის განვითარების პარალელურად, საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება, კერძოდ ს პორტის ამუშავება სრული სიმძლავრით, ანაკლიის პორტის დასრულება ერთხელ და სამუდამოდ, თუმცა რასაც ახლა ვხედავთ, არათუ არ სრულდება, ის ჩინელი ინვესტორიც სანატრელი ყავს ქვეყანას ლამის.
ამ დრომდე ხელი არ არის მოწერილი კონკრეტულ დოკუმენტზე. შესაბამისად, ანაკლიის პროექტი ჯერ კიდევ ჰაერშია. შესაძლოა ხელმოწერას არ ჩქარობს ჩინური მხარეც, რომელიც ასევე განიხილავს შუა დერეფნის ალტერნატიულ მარშრუტებს. ამდენად საქართველოს როგორც ეკონომიკურ, ისე დიპლომატიურ გუნდს მაღალპროფესიულ დონეზე აქვს შესასრულებელი ორი ამოცანა:
· პირველი: მოხდეს დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზება (აქ არ ვგულისხმობ იმ კატეგორიით ნორმალიზებას, როგორც ეს გვესმის შიდა პოლიტიკური კინკლაობისას), საქართველომ უნდა აჩვენოს რომ მას შეუძლია კეთილსინდისიერად შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, ასევე შეიტანოს ფუნდამენტური გარდატეხა საინფოირმაციო ველში, სადაც საქართველო წარმოჩენილია უკიდურესად არასაიმედო საერთაშორისო მოთამაშედ.
· მეორე: მოხდეს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის პროგნოზირებადი ფორმის მიცემა და ერთხელ და სამუდამოდ, დავანებოთ თავი კონკრეტული საკითხის მითოლოგიზებას, მის გამოყენებას პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად და დავიწყოთ კონკრეტულ თემებზე მუშაობა. საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურა საჭიროებს გაძლიერებას, ანაკლიის პორტის მშებელობა უნდა დაიწყოს, ასევე ფოთის პორტი ამუშავდეს სრული დატვირთვით, რკინიგზას ჭირდება სერიოზული მოდერნიზაცია. მნიშვნელოვანია გადაიხედოს საქართველოზე ტვირთების მოძრაობასთან დაკავშირებული ხარჯებიც, გარდა იმისა, რომ საქართველოზე ტრანზიტი უნდა იყოს, უსაფრთხო, მარტივი, კომფორტული, ის უნდა იყოს იაფიც, ვიდრე კონკურენტების მიერ შემოთავაზებული ფასი. უნდა გვესმოდეს, რომ აღარ ვართ ბაზრის ერთპიროვნული მოთამაშე და თუ გვინდა გადავრჩეთ, აუცილებლად უნდა შევიდეთ კონკურენციაში მომზადებულები.
– დამკვირვებელთა ნაწილი იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ალიევმა ირანის პრეზიდენტს მასუდ ფეჟიშკიანის თანდასწრებით თურქეთის პრეზიდენტს ერდოაგანს უთხრა – „მე მას ასე ვუთხარი – მესუთ ბეი, ნუ მორცხვობთ, თქვენ მშობლიურ მიწაზე იმყოფებით”.
იმავე დამკვირვებელთა მტკიცებით, ამგვარი მიმართვით ალიევმა არა მხოლოდ ხაზი გაუსვა ყველა აზერბაიჯანელის ერთიანობის საკითხს, არამედ მიანიშნა ირანელებს, რომ მათ ქვეყანაში უამრავი აზერბაიჯენელი, მათ შორის, მაღალი თანამდებობის პირები ცხოვრობენ, რომელთათვისაც აზერბაიჯანის რესპუბლიკა მშობლიური მიწაა. მეტიც ალიევმა ეს ისე გააკათა, რომ ფეჟეშკიანის ეთნიკურობა საერთოდ არ უხსენებია და ვერცერთი ირანელი ვერ შემოედავება მას ამ ამბავში.
ვითარებაში, როცა აზერბაიჯან-რუსეთს შორის ურთიერთობები საკმაოზე მეტად დაძაბულია, ოფიციალურმა ბაქომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე თურქეთის საჰაერო-სამხედრო ძალების ბაზა განთავსდება.
რას შეიძლება ნიშნავდეს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილხამ ალიევის მხრიდან რუსეთისაგან დამოუკიდებლად და დემონსტაციულად ირანისკენაც ნაბიჯის გადადგმა?
– როგორც აღვნიშნეთ, რუსეთის პოზიციების შესუსტების ფონზე, აზერბაიჯანი, ისევე როგორც თურქეთი ეცდებიან რეგიონული პოზიციების გამყარებას. ამ შემთხვევაში აზერბაიჯანი არის ერთგვარი წარმატების მოდელი, რომელმაც შეძლო ის, რაც ვერ შევძელით ჩვენ. აზერბაიჯანმა აღადგინა ტერიტორიული მთლიანობა, შექმნა რეგიონში ანგარიშგასაწევი სამხედრო ძალა. მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებს ეკონომიკური რესურსების უტილიზაციას და საზოგადოების კონსოლიდირებას სახელმწიფო იდეის გარშემო. აღნიშნულს აზერბაიჯანი აკეთებს თურქეთთან ერთად, თურქეთის ძლიერი მხარდაჭერით.
შესაბამისად, აზერბაიჯანი ამჯერადაც ცდილობს დაიკავოს პოზიცია, რომელიც ირანის ჩართულობით რეგიონულ პროექტებში მას მნიშვნელოვან უპირატესობას შესძენს. მოგეხსენებათ, რუსეთი ღიად აფიქსირებს ინტერესს ჩრდილოთ-სამხრეთ სავაჭრო დერეფნის მიმართ, რომელმაც რუსეთი ირანის გავლით ინდოეთს უნდა დაუკავშიროს, ამ შემთხვევაში სავარაუდო მარშრუტი ორია, რუსეთი-აზერბაიჯანი-ირანი, რუსეთი-საქართველო-სომხეთი-ირანი. ეს უკანასკნელი მოიაზრებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზის გახსნას და ამოქმედებასაც, რაც რუსეთს ირანთან დააკავშირებს სარკინიგზო ხაზით, ასევე განიხილება ბათუმი – ბანდერაბასის პროექტიც, რაც შავი ზღვისა აუზს და ინდოეთის ოკეანის აუზს დააკავშირებს.
ნატოს წევრებმა მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, მიიღეს ის გადაწყვეტილება რაც ტრამპს უნდოდა, და ეს არის მკაფიო სიგნალი ჩინეთისა და რუსეთისთვის
აღნიშნული მარშრუტი საქართველოსთვის საინტერესოა, თუმცა არის რამოდენიმე პრობლემა, რომელიც მასში ქართული მხარის მონაწილეობას რბილად რომ ვთქვათ უხერხულს ხდის.
პირველი, ესაა რუსეთის მისერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაცია და მათი სუვერენიტეტის აღიარება, მეორე კი ის, თუ რამდენად რენტაბელურია ირანული ტვირთების ტრანზიტის გაძლიერების მიმართულებით ეკონომიკური, თუ პოლიტიკური ინვესტიციების ჩადება მაშინ, როდესაც ირანი დღემდე სანქცირებულია და შესაბამისად ირანელ ბიზნეს ოპერატორებს შეზღუდული აქვთ დასავლურ ბაზრებზე წვდომა.
ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ საქართველო ამ შემთხვევაშიც არის რეაქციული აქტორი და მას ნაკლებად შეეკითხება აზრს მოსკოვი, თუ გადაწყვეტს, რომ საქართველოს გავლით მარშრუტი პრიორიტეტია.
შესაძლოა, ვინმეს ქონდეს ილუზია, რომ ამის სანაცვლოდ მოსკოვი საქართველოს რამეს დაუთმობს, მაგრამ მოდი ასე შევხედოთ, რომ არ დაგვითმოს რა მოხდება? შეგვიძლია დღეს მაგალითად ისევე გავუწიოთ რუსულ გავლენას ან პოლიტიკურ დღის წინააღმდეგობა, როგორც ამას აზერბაიჯანი აკეთებს?
– თუმცა, არსებობს სხვაგვარი ლოგიკაც – ახლა აშშ-ში პრეზიდენტ ტრამპს ბევრი აკრიტიკებს იმის გამო, რომ მან ისრაელს არ მისცა საშუალება იმაზე მეტად გაენადგურებინა ირანის სამხედრო და ბირთვული პოტენციალის ნაწილი, ვიდრე შეეძლო. მეტიც, აშშ-ში ტრამპს იმაშიც დებენ ბრალს, რომ ირანის ხელისუფლების გადარჩენა მას პუტინმა სთხოვა.
ამგვარი ლოგიკის მიზეზად ის სახელდება, რომ არავინ იცის რეალურად განადგურდა თუ არა ირანის ბირთვული შესაძლებლობები ამერიკული დაბომბვის შემდეგ. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ისრაელზე გამარჯვებას ირანში აღნიშნავდნენ, მაგრამ ისრაელში მხოლოდ ომის დასრულებას, ძნელი სავარაუდო არ უნდა იყოს ის, თუ რას ზეიმობდა აეთოლების რეჟიმის შენარჩუნებას.
რუსეთის, ირანისა და ჩინეთის ხელისუფლებები რომ ბევრი თვალსაზრისით ჰგვანან ერთმანეთს, მგონი აღარავინ დავობს. რუსეთსა და ჩინეთს ერის სულიერი ლიდერები არ მართავენ, მაგრამ მართვის მკაცრი, ვერტიკალური და უკონტროლო სისტემები მართავენ ამ ქვეყნებს, ვხედავთ.
არაა გამორიცხული, ილჰამ ალიევმა ამგვარ არსებულ ვითარებაში ერდოღანთან ერთად „თავისი თამაში ითამაშა“ და თავისი ისედაც საკმაოდ ძლიერი პოზიციები ქვეყანაში კიდევ უფრო გაიმყარა და პუტინს ანახა, რომ იგი უკვე იმაზე მეტად ძლიერია, ვიდრე შეიძლება მას ეგონოს.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს სამხრეთ კავკასიაში პოზიციები და ბერკეტები ბევრი აღარ აქვს დარჩენილი, მაინც, რატომღაც მგონია, რომ რუსეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობები რაღაც ფორმით მაინც გაუმჯობესდება.
რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ პრეზიდენტმა ალიევმა თავის ქმედებებში გაითვალისწინა ის, რაზეც აშშ-ში საუბრობენ და ტრამპს პუტინთან მეგობრობას და ირანის ხელისუფლების გადარჩენასაც საყვედურობენ ?
– აღნიშნული კითხვის პასუხს ფარავს გარკვეულწილად წინა კითხვების პასუხები. რაც შეეხება ტრამპის პუტინთან მეგობრობას, არ ვეთანხმები ამ აზრს.
ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპის მოქმედებამ ახლო აღმოსავლეთში ერთგვარი ცივი შხაპის ფუნქცია შეასრულა დასავლური თანამეგობრობისთვისაც, რუსეთისთვისაც, და ჩინეთისთვისაც.
ტრამპმა აჩვენა, რომ ამერიკის საოკეანო ფლოტი არსად წასულა და ვერც ამერიკულ სტრატეგიულ ავიაციას მოუხერხებს ვერავინ რამეს, თუკი ვაშინგტონს მისი გამოყენება დასჭირდა.
როგორც არ უნდა ვისაუბროთ ჩინეთის სამხედრო მოძლიერებაზე მას ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელ;ი, რომ აშშ-თან ერთ ლიგაში ითამაშოს. ევროპამ კი დაინახა აშშ-ს დაბრუნება გლობალურ პოლიტიკაში და თუკი აქამდე ტრამპის საუბრები ნატოს მიერ თავდაცვის ხარჯების ზრდაზე საუბრებად რჩებოდა, ნატოს ბოლო სამიტზე ვიხილეთ, როგორც აშშ პრეზიდენტისადმი ქებით გაჯერებული რიტორიკა, ასევე პრაქტიკულად ულაპარაკო თანხმობა თავდაცვის ხარჯების მშპ-ს 2%-დან 5%-მდე გაზრდასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, ნატოს წევრებმა მიუხედავად განსხვავებული პოზიციებისა, მიიღეს ის გადაწყვეტილება რაც ტრამპს უნდოდა, და ეს არის მკაფიო სიგნალი ჩინეთისა და რუსეთისთვის.
რაც უფრო მეტად გართულდება ამერიკისა და რუსეთის მოლაპარაკება, მით მეტად გაადვილდება ამ ორს შორის ირიბი კონფრონტაცია. ჩვენ უკვე ვხედავთ აშშ-ს ნაბიჯებს უკრაინის სამხედრო დახმარების გასაძლიერებლად. ასევე ვხედავთ ნატოს ბოლო გადაწყვეტილების ფონზე, ისტერიკამდე რუსულ კომენტარებს. საუბარი იმაზე, რომ ნატოს გენ. მდივანს თბილი ტანსაცმელი დასჭირდება ს ბანაკებში (მედვედევი), ან იმაზე, რომ მას ბავშვობაში ჩაგრავდნენ (კარასინი), სხვაზე არაფერზე მიანიშნებს. ამდენად, შესაძლოა რუსეთმა ში ომი არ წააგოს სამხედრო თვალსაზრისით, თუმცა უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ უკრაინაში გამარჯვება იქნება ერთგვარი „პიროსის“ გამარჯვება რუსეთისთვის.
– გვერდს ვერ აუვლით უკრაინა-რუსეთის ომში ჩინეთის მიერ გასულ კვირას დაფიქსირებულ პოზიციას.
ევროკომისარ კაია კალასთან გამართულ შეხვედრაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ განაცხადა – „პეკინს არ სურს რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომში დამარცხდეს“.
ჩინეთი შიშობს, უკრაინა-რუსეთის ომი რომ მალე დასრულდეს, აშშ მთელ ყურადღებას პეკინზე გადაიტანს“. მისივე მტკიცებით, ჩინეთი რუსეთს არ ეხმარება, ეს რომ ჩინეთს გაეკეთებინა კონფლიქტი დიდი ხნის წინ დასრულდებოდა.
ვხედავთ, რომ რუსეთი აგრძელებს უკრაინის ქალაქების დაბომბვებს. ასეთ ფონზე აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი პუტინთან საუბრის შემდეგ აცხადებს – „მოლაპარაკებებზე საერთოდ არანაირი პროგრესი არ გვქონია.
გავრცელებული ცნობით სატელეფონო საუბარში პუტინმა ტრამპს უთხრა რომ „უკან დაიხევს იმ მიზნებისგან, რომლებიც უკრაინულ კრიზისის ძირეული მიზეზების აღმოხვრას უკავშირდება“.
თუ პეკინს არ უნდა ომში რუსეთის დამარცხება, თუ აშშ-ს პუტინთან მოლაპარაკებები არ გამოსდის, რჩება შთაბეჭდილება რომ ტრამპი პუტინს აძლევს საშუალებას, რაც შეიძლება მეტი უკრაინული ტერიტორია ან დაიკავოს, ან უკრაინელები აიძულოს დანებდნენ რუსეთს. რადგან პეკინს არ სურს რუსეთის დამარცხება, რუსეთ-უკრაინის ომის პერქსპექტივასთან დაკავშირებით რა სურათს ვიღებთ?
– ჩინეთის პოზიცია მიუთითებს იმას, რაზეც დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა ვარაუდები, რომ ჩვენ შევდივართ, ახალ, ორპოლუსიან მსოფლიო წესრიგში, სადაც სსრკ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩაანაცვლა ჩინეთმა.
უკრაინაში ომი კი სულ უფრო მეტად ემსგავსება ჩინურ-დასავლურ პროქსი ომს, სადაც რუსეთი უკვე ჩამოყალიბდა, როგორც ჩინეთზე დაქვემდენარებული აქტორი. ჩინური დიპლომატიის მოზომილი ტონიდან გამომდინარე, საუბარი იმასზე, რომ ჩინეთი არ არის რუსეთის დამარცხებით დაინტერესებული საგანგაშო სიგნელი უნდა იყოს დასავლეთისთვის.
რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ჩინეთი არაორაზროვნად ადასტურებს რუსეთის სამხედრო დახმარების მზაობას, და ის რაზეც აქამდე საუბრობდნენ კულუარებში, გამოდის სააშკარაოზე.
შესაბამისად, რაც უფრო დიდი დოზით ჩაერთვება ჩინეთი ამ პროცესებში, მით უფრო მეტად გაიწელება ომი და საბოლოოდ კიდევ უფრო რთულად განჭვრეტადი გახდება მისი შედეგები. ერთი კი ცხადია, რომ ომის თითოეული დღე ანადგურებს უკრაინას და წარმოუდგენელ დანაკარგს აყენებს უკრაინულ საზოგადოებას.
„ინტერპრესნიუსი“
კობა ბენდელიანი