გიორგი გობრონიძე: რაც შეეხება სანქცირებული პირების დაწინაურებას და ზოგიერთი მათგანის ღირსების ორდენზე წარდგენას, ამით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს…

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ უსაფრთხოების საკითხების მკვლევარს, გიორგი გობრონიძეს ესაუბრა.

– ბატონო გიორგი, მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ფონზე ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე გვინდოდა თქვენთან გვემსჯელა, მაგრამ, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება ახლა იმდენად უკავშირდება საქართველოში ს შემდეგ გამწვავებულ ვითარებას და იმას, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, შეუძლებელია საშინაო პოლიტიკაში არსებული ვითარებით არ დავიწყოთ საუბარი. მითუმეტეს, რომ თქვენთან შეხმიანებამდეგავრცელდა ინფორმაცია, რომ პრემიერმა ირაკლი მ ვიცე-პრემიერად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დანიშნა. საქმე და პრობლემა იმაშია, რომ ვიცე-პრემიერად დაინიშნა მაღალჩინოსანი, რომელიც არა მხოლოდ დაასანქცირა, არამედ ე.წ. „მაგნიტსკის სიაშიც“ შეიყვანა. როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებით უპასუხა პრემიერმა მ ამერიკულ სანქციებს, რომელთანაც ურთიერთობის გადატვირთვის იმედი ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ აქვს. რჩება შთაბეჭდილება, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას არც აშშ-თან ურთიერთობები ადარდებს დიდად და არც არც ქვეყნის ევროინტეგრაცია, რასაც არჩევნებამდე გვპირდებოდა, 28 ნოემბერს კი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოევროკავშირთან ურთიერთობებს 2028 წლამდე აჩერებს, ახლა კი ისევ ამბობს, რომ ქვეყნის ევროინტეგრაცია მის მთავარ მიზნად რჩება. კობახიძემ ასევე გვამცნო, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ, პრეზიდენტი პრაქტიკულად დასანქცირებულ -ს მაღალჩინოსნებს დააჯილდოებს. აშშ-ს მიერ გომელაურის დასანქცირების შემდეგ, თქვენ როგორ აღიქვით მისი ვიცე-პრემიერად დანიშვნა და ამას როგორ აღიქვამდნენ ვაშინგტონში?

– რაც შეეხება სანქცირებული პირების დაწინაურებას და ზოგიერთი მათგანის ღირსების ორდენზე წარდგენას, ამით საქართველოს ხელისუფლება ცდილობს შეიქმნას იმიჯი, რომ მას არ ეშინია სანქციების და დარწმუნებულია საკუთარ სიმართლეში. თუმცა მას შემდეგ, რაც საზოგადოება გახდა მოწმე დემონსტრაციების ძალის გადამეტებით დარბევის, რასაც თან ახლდა ადამიანების წამება, დამცირება, შეურაცხყოფა, სექსუალური ძალადობის მუქარა და შევიწროება, მოცემული გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა სერიოზულ კითხვის ნიშნებს ბადებს.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უცხო ქვეყნის მეთაურები პირდაპირ გადიან კონტაქტზე მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, რადგან სწორედ მას და არა მთავრობის მეთაურს მიიჩნევენ სახელმწიფოს ფაქტობრივ მმართველად, ხოლო პრემიერი აღიქმება, როგორც ფაქტობრივი მმართველის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომელი საშუალო რგოლის მეჯემენტიდან, ნაკლებად სავარაუდოა მის ამ გადაწყვეტილებას ვინმემ დიდი მნიშვნელობა მიანიჭოს დასავლეთში. სამაგიეროდ, სანქცირებულთა დაწინაურება და დაჯილდოება ალბათობის მაღალი ხარისხით კიდევ უფრო გააღრმავებს ქვეყანაში არსებულ ისედაც მძიმე პოლარიზაციას და კომპლექსურ პოლიტიკურ კრიზისს. იმ ფონზე როდესაც საკმაოდ პასიური სახალხო დამცველიც კი ღიად საუბრობს სამართალდამცავი უწყების ცალკეული წარმომადგენლების მხრიდან ძალის გადამეტებაზე და მეტიც, ახდენს კონკრეტული დანაშაულის გამოკვეთა, რბილად რომ ვთქვათ ძალიან არასერიოზულია მათი ხელმძღვანელების დაწინაურება და ღირსების ორდენზე წარდგენა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც არ მომხდარა არც ერთი მოძალადე ძალოვნის იდენტიფიცირება და არ დაწყებულა სამართლებრივი დევნა.

მეტსაც ვიტყვი, თუ დავუშვებთ იმას, რომ ძალის ამგვარი გადამეტება არ ყოფილა ხელმძღვანელთა მიერ სანქცირებული და ადგილი ჰქონდა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელთა თვითნებურ ქმედებას, ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ კონკრეტული ხელმძღვანელი პირები ვერ უზრუნველყოფენ მათზე დაქვემდებარებულ დანაყოფში დისციპლინას, ვერ მართავენ ოპერატიულ ვითარებას და ვერ ახორციელებენ მართვასა კონტროლს. სხვა სიტყვებით, ისინი არ არიან კომპეტენტურნი. ყველა ნორმალური ხელისუფალი ასეთ ადამიანს, საუკეთესო შემთხვევაში სამსახურიდან გაათავისუფლებდა, ახლა კი გვაქვს ორი მოცემულობიდან ერთი, სახელმწიფო აჯილდოებს პოტენციურ დამნაშავეს, ან ახალისებს არაპროფესიონალიზმს, რითაც შეგნებულად, თუ შეუგნებლად აუცილებლად გამოიწვევს საზოგადოების კრიტიკული ნაწილის უკიდურეს გაღიზიანებას.

ვრცლად