გიორგი გიგაშვილს „Kulturkreis”- ის ჯილდო გადაეცა

გერმანიაში მეცნიერების, ხელოვნების, ლიტერატურის და კლასიკური მუსიკის სფეროში ყოველწლიურად ტარდება დაჯილდოება – კონკურსი „Kulturkreis”.
12 ოქტომბერს, შნიტკეს კონცერტის დაკვრის შემდეგ, 4 ფინალისტიდან გიორგი გიგაშვილს გადაეცა კლასიკური მუსიკის ჯილდო და ფულადი პრემია. აგრეთვე, ქართველ პიანისტს საშუალება ექნება 7 საერთაშორისო ფესტივალზე დაუკრას. ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად გიორგი გიგაშვილი ავრცელებს.
„ასეც ხდება ხოლმე, ვერ ვიჯერებ🤯🤯🤯🤯❤️❤️❤️❤️❤️
გერმანიაში ყოველწლიურად ტარდება დაჯილდოება-კონკურსი: მეცნიერების, ხელოვნების (მუსიკის გამოკლებით), ლიტერატურის და კლასიკური მუსიკის სფეროებში, რომელსაც ჰქვია ,,Kulturkreis”.
ხოდა დღეს, შნიტკეს კონცერტის დაკვრის შემდეგ, 4 ფინალისტიდან მე გადმომეცა კლასიკური მუსიკის ჯილდო.
გადმომეცა ფულადი პრემია და საშუალება მექნება დავუკრა 7 საერთაშორისო ფესტივალზე (მათ შორის: Lucerne Festival, Beethovenfest Bonn და ა.შ. ❤️❤️❤️❤️“, – წერს გიორგი გიგაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთევან ხომერიკი – ოზურგეთის ცენტრში, განახლებული შენობები პლაკატების განსათავსებლად გამოიყენეს პარტია “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლებმა – გარემონტებული კორპუსების იერსახე დაამახინჯეს