„არავის არ შერჩება იმ წუთების, საათების, დღეების და წლების გაფლანგვა, რისთვისაც 1 წუთსაც კი არ უნდა ვხარჯავდეთ და ეს არ ხდება მხოლოდ საკუთარი თავებისთვის.
ბებიებს რომ უზრუნველი სიბერე ჰქონდეთ, დამნაშავეები რომ ისჯებოდნენ და განათლების რეფორმა განათლების მიღებას ემსახურებოდეს და არა კერძო მასწავლებლების გამდიდრებასა და კონკურენციის 0-მდე დაყვანას, აი ამის გამო.
პარლამენტარებს ჯიბეები უსქელდებოდეთ და ამის გამო ხალხმა საკუთარი ფული ვერასდროს ვერ ნახოს?! და მერე გამოხვიდეთ და ვინ ვინ და ღარიბაშვილისგან ამას ვერ წარმოვიდგენდიო? უტვინოობა ერთია და სასარგებლო იდიოტობა – მეორე. ლაჩრობა – მესამე და სირაქლემის პოზა – მეოთხე. (კიდე ბევრს ჩამოვთვლიდი)
ახალგაზრდების ციხეში გამოკეტვა, დაჯარიმება და თქვენი დაცინვა, ხატია სიჭინავობა და ირაკლი ღარიბაშვილობა არავის არ შეგრჩებათ.
ბოროტება, ტყუილი და გაიძვერობა ქართველი ადამიანის ეპითეტები არასდროს არ იქნება და ამისთვის ზრუნავს რუსთაველზე მდგარი თითოეული ადამიანი.
გაბრაზებული ვარ და არ ვიცი ეს ბრაზი სად წავიღო, ამიტომ აქ ვანთხევ“ — წერს პიანისტი გიორგი გიგაშვილი.