გიორგი გველესიანი: ჩვენ გვინდა ამ პოლიტიკის მიღმა ვაკეთოთ ჩვენი საკეთებელი და ამაში ხელი არავინ უნდა შეგვიშალოს

„ბიძინა ივანიშვილს არავინ ავალდებულებდა ჩვენს დაფინანსებას, მაგრამ რადგან გადადგა ეს ნაბიჯი, ჩვენ ამას მადლიერებით ვეკიდებით“, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი გველესიანმა განაცხადა.

გველესიანის თქმით, ცდილობენ ფეხბურთელების განცხადებას პოლიტიკური სარჩული მიაკერონ, თუმცა ნაკრების წევრები თავიანთ საქმეს პოლიტიკის მიღმა აკეთებენ.

ამასთან, გველესიანი ამბობს, რომ ფეხბურთელების პოლიტიკაში ჩათრევას ცდილობენ.

„დაფასება ყველა ადამიანს სჭირდება, როგორც ჯილდოთი, ასევე ფინანსურად. გასაგებია, რომ ჩვენ გასამრჯელოს ვიღებთ გაწეულ შრომაში, მაგრამ ფეხბურთში პრემიები მიღებული პრაქტიკაა. ბიძინა ივანიშვილს არავინ ავალდებულებდა ჩვენს დაფინანსებას, მაგრამ რადგან გადადგა ეს ნაბიჯი, ჩვენ ამას მადლიერებით ვეკიდებით.

ხშირად ვამჩნევ, რომ ჩვენს ნებისმიერ განცხადებას გარკვეულწილად პოლიტიკურ სარჩულს აბამენ და ცდილობენ ფეხბურთელები პოლიტიკაში ჩაითრიონ, თუმცა ჩვენ გვინდა ამ პოლიტიკის მიღმა ვაკეთოთ ჩვენი საკეთებელი და ამაში ხელი არავინ უნდა შეგვიშალოს“, – აცხადებს გველესიანი.

ასევე დაგაინტერესებთ

ვახტანგ გომელაური ზვიად ხარაზიშვილის და მილერი ლაგაზაურის დასანქცირებაზე – ძალიან კარგად ვუხდით, ჩვეულებრივად იღებენ ხელფასს – ბანკში მარტო ვიზა ბარათებია, სხვა ბარათები არ არსებობს?