“გიორგი გახელაძის მოსაძებნად ორგანიზდება ჯგუფი – მსურველები უნდა შეიკრიბონ კუს ტბის საბაგიროს ზედა სადგურთან 21 ივნისს, 10:00 საათზე” – ოჯახი

“გიორგი გახელაძის მოსაძებნად ორგანიზდება ჯგუფი – მსურველები უნდა შეიკრიბონ კუს ტბის საბაგიროს ზედა სადგურთან 21 ივნისს, 10:00 საათზე”, – ამის შესახებ დაკარგული პროფესორის ძმა, ლევან გახელაძე სოციალურ ქსელში წერს:
გიორგი გახელაძის მოსაძებნად ორგანიზდება ჯგუფი, რომლის მიზანია ვაკის პარკსა და კუს ტბას შორის ფერდობის დათვალიერება ცოცხალი ჯაჭვის მეშვეობით. მსურველები უნდა შეიკრიბონ კუს ტბის საბაგიროს ზედა სადგურთან ხვალ, 21 ივნისს დილის 10 საათზე. თან იქონიეთ ქუდები და წყალი – მოსალოდნელია ცხელი დღე. ყველას წინასწარ დიდი მადლობა!, – წერს ლევან გახელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ჯანმო – საქართველო სიმსუქნის მაღალი გავრცელების მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს შორისაა – 10 ზრდასრული ადამიანიდან 6-ზე მეტი ჭარბწონიანია, მათ შორის 3 – მსუქანი – აუცილებელია სიმსუქნის პრევენციისა და კონტროლის სახელმწიფო პოლიტიკა