გიორგი გახელაძე მოხალისეებმა ვერ იპოვეს

19 ივნისს 57 წლის გიორგი გახელაძე სახლიდან უნივერსიტეტში წავიდა. ბოლოს მისი ტელეფონი ანძამ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დააფიქსირა. ვაკის პარკში გარკვეული პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგია გამორთული იყო. როგორც გიორგი გახელაძის ძმა ლევან გახელაძე ამბობს, პარკიდან საგამომძიებლო ორგანოებმა კამერები მაინც ამოიღეს და ამჟამად ჩანაწერებს ამოწმებენ.
სხვა კამერების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ გიორგი გახელაძე იქვე მაღაზიასა და აფთიაქში შევიდა და „ასპირინი“ და არაყი. იქცეოდა ჩვეულებრივად. ლევან გახელაძე ვერ ამბობს, რა შეიძლება გამხდარიყო მისი ძმის გაუჩინარების მიზეზი.
21 ივნისის დილას ორმოცდაათამდე მოხალისე კუს ტბაზე შეიკრიბა და ვაკის პარკის მიმართულებით ტერიტორია შეამოწმა. საეჭვო არაფერი გამოჩნდა.
ამ დროისთვის ტერიტორიაზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მუშაობს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ