გიორგი გახარია სხვა ლიგაში თამაშობს, ჯერ კიდევ ბევრი აქვს სამუშაო – კალა კალაძე

“გიორგი გახარია აბსოლუტურად სხვა ლიგაში თამაშობს და საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს. ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სამუშაო,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, მ აღნიშნა გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომლითაც მან ბიძინა ივანიშვილს საჯარო დებატები შესთავაზა.
კითხვაზე, “უღალატა თუ არა გახარიამ გუნდს”, კალაძემ განაცხადა, რომ ეს იყო ღალატი.
“რა თქმა უნდა, ეს ღალატია ხომ? როდესაც ისეთ რთულ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაც იყო, მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. ვფიქრობ, საზოგადოებამ შეაფასა ეს ყველაფერი და არჩევნებზე ყველას გასცა შესაბამისი პასუხი. ასე იქნება მომავალშიც. საქართველოში არ უყვართ მოღალატეები, ეს არის ძალიან მარტივი,” – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საკმაოდ ძლიერ ზეწოლას გავუძელით. იყო შემოტევა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ჩართულიყო ამ პროცესებში. ჩვენ დავიცავით ჩვენი ეროვნული ინტერესი

მთელმა მსოფლიომ იცის, რომ საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეგიონია სოფლის მეურნეობის დარგში. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ურთიერთობა მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ამ მიმართულებით, სერბებს და ქართველებს შორის წარმატებებს მივაღწიოთ