“მე მესმის, რომ შეიძლება ადამიანებმა არჩევნების მიზნებისთვის სცენიდან ბევრი რამე თქვან, ამას ვერავინ აუკრძალავს. შენ უნდა იარო ყველა მუნიციპალიტეტში და ჩვეულებრივად იმათხოვრო ხმები, რაც ახლა ხდება, მაგრამ ხომ არსებობს რაღაც, რაც იმ ადამინებს ახსოვთ. როგორ შეიძლება დღეს ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობდეს კორუფციის და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე და გვერდით კახა კალაძე უკრავდეს ტაშს. სამარცხვინოა ეს ყველაფერი. […] მე კორუფციას ვებრძოდი ყოველთვის, ყოველდღიურად, მათ შორის, კალაძის შემთხვევაშიც და სხვების შემთხვევებშიც. დღეს კორუფცია ინსტრუმენტი გახდა ძალაუფლების შენარჩუნების”, -თქვა გიორგი გახარიამ „ტვ პირველის” ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას.
ინგა გრიგოლიამ გახარიას კითხა, ადანაშაულებს თუ არა კახა კალაძეს კორუფციაში, რაზეც მან უპასუხა: „თბილისელები ადანაშაულებენ, მე კი არა”.
ცნობისათვის, “არ დავუშვით, არავის ვაპატიეთ ქვეყანაში კორუფციის, ნეპოტიზმისა და პიროვნული სარგებელის მიღების იოტისოდენა ფაქტებს, რამაც, როგორც ხედავთ, ხელისუფლებაში ყოფნიდან 12 წლის თავზე კონკრეტული შედეგები გამოიღო და ამ შედეგებს ავტორიტეტული სარეიტინგო ორგანიზაციები ადასტურებენ”. – თქვა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, ქართული ოცნების წინასაარჩევნო რეგიონულ შეხვედრაზე.