გიორგი გახარია – რადოსლავ სიკორსკისთან შეხვედრაზე ხაზი გავუსვით ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და -ის ერთიანი და კოორდინირებული ქმედებების გადამწყვეტ მნიშვნელობასა და გადაუდებელ აუცილებლობას

„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის შეხვდა. შესაბამის ინფორმაციას გახარია X-ზე ავრცელებს.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზები.
„ევროკავშირის მინისტერიალის შეხვედრის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა შევხვედროდი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რადოსლავ სიკორსკის – საქართველოს ნამდვილ მეგობარს, რათა განგვეხილა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის გზები.
ჩვენ ხაზი გავუსვით ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთისა და -ის ერთიანი და კოორდინირებული ქმედებების გადამწყვეტ მნიშვნელობასა და გადაუდებელ აუცილებლობას, ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის”, – წერს გახარია.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – რთულია, გამოვიცნოთ, რა უნდა “ქართულ ოცნებას”, ლოგიკური წყობა არ იკითხება – ცოტნე ივანიშვილს კი თუ გულწრფელი განზრახვა აქვს, დაუჯდეს აბა ციხეში მყოფ ახალგაზრდებს, ელაპარაკოს, რის გამო სხედან

თამარ ამაშუკელი: ბოლნისის სიონი!!! კულტურული მემკვიდრეობა აქ რა ხდება? ვერც საპატრიარქოს და ვერც ადგილობრივ სასულიერო პირებს ვერაფერს უბედავენ, რადგან მათთან „ფლირტით“ უდგათ სული (ვიდეო)