პარტია “გახარიას საქართველოსთვის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა, რომელიც ხედავს, რომ საქართველო ევროპისკენ კი არა აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით ვითარდება, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას.
როგორც გახარიამ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “ოცნება“ ზურგს უკან ამოეფარა საქართველოს მოქალაქეებს და პირდაპირ ამბობს, რომ “დასაჯეთ საქართველოს მოქალაქეები, გაუუქმეთ მათ ვიზები, ოღონდ მე არ დამასანქციროთ“.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მიიჩნევს, რომ “უვიზო რეჟიმის გაუქმებით, “ოცნება“ თავიდან ირიდებს პერსონალურ სანციებს და მათ აწყობთ ქვეყნის იზოლაცია.“
ევროკავშირმა, რომელიც ხედავს რომ საქართველო ევროპისკენ კი არა აბსოლუტურად საპირისპირო მიმართულებით ვითარდება, გარკვეული ნაბიჯები უნდა გადადგას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის უკუსვლაში დამნაშავე პესონალური ადამიანების დასანქცირება, მაგრამ, რადგან რეჟიმის რამდენიმე მოკავშირე, კონსესუსის შექმნას უშლი ხელს, საბოლოო ჯამში, “ოცნება“ ზურგს უკან ამოეფარა საქართველოს მოქალაქეებს და პირდაპირ ეუბნება, რომ დასაჯეთ საქართველოს მოქალაქეები, გაუუქმეთ მათ ვიზები, ოღონდ მე არ დამასანქციროთ, არ შემიზღუდოთ წვდომა ჩემს ფულზე და დასაჯეთ ეს ხალხი.
ევროპაში ეჭვი არავის ეპარება, რომ “ოცნებას“ უნდა, საქართველოს მოქალაქეებს უვიზო რეჟიმი გაუუქმდეთ. ამ გზით ისინი თავიდან ირიდებენ პერსონალურ სანქციებს, და ასევე, მათ აწყობთ ქვეყნის იზოლაცია. უნდა გესმოდეთ, რომ რაც უფრო ნაკლები ადამიანი გავა ქვეყნის გარეთ, მათთვის უკეთესია, ან უკვე გასულს თუ შეექმნება პრობლემები, ესეც არ ადარდებთ. როგორც კი თავისუფალი უვიზო მიმოსვლა შეწყდება, საქაართველოს მოქალაქეების 60 % ვიზას ვეღარ აიღებს, რადგან ისინი ვერ დააკმაყოფილებენ საჭირო მოთხოვნებს,- განაცხადა გახარიამ.