პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია, მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ლიპავსკის შეხვდა.
გიორგი გახარია ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
„მადლობელი ვართ ჩეხეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მუდმივი მხარდაჭერისთვის, ისევე როგორც – ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. „საპრეზიდენტო არჩევნების” არაღიარების პრინციპული პოზიციისთვის“,- აცხადებს გიორგი გახარია.
ცნობისთვის, 14 თებერვალს მიუნხენში უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია გაიხსნა. უსაფრთხოების კონფერენციას საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც, ესწრება, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ დისკუსიებში. სალომე ზურაბიშვილის გარდა, მიუნხენში იმყოფება გიორგი გახარიაც.
