გიორგი გახარია – მზია ამაღლობელი გაუტეხელი, ძლიერი ადამიანის სიმბოლოა, მასთან რეჟიმი მთავარში – ღირსების ბრძოლაში დამარცხდა

მზია ამაღლობელი გაუტეხელი, ძლიერი ადამიანის სიმბოლოა, მასთან რეჟიმი მთავარში – ღირსების ბრძოლაში დამარცხდა, – ასე ეხმაურება პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ, მზია ამაღლობელისთვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
როგორც გიორგი გახარია „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, „ქართულმა ოცნებამ“ დღეს განაჩენი პირველ რიგში, საკუთარ თავს გამოუტანა.
„ოცნებამ“ პოლიტიკური და სამართლებრივი „წითელი ხაზები“ დიდი ხანია გადალახა, დღეს კი ყველანაირ ადამიანურ და მორალურ ზღვარს მიღმა დადგა და განაჩენი პირველ რიგში საკუთარ თავს გამოუტანა. მზია ამაღლობელი გაუტეხელი, ძლიერი ადამიანის სიმბოლოა, მასთან რეჟიმი მთავარში – ღირსების ბრძოლაში დამარცხდა. ჩვენი მხარდაჭერა მზია ამაღლობელს!“,-წერს გახარია სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ს საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მოსამართლემ მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა. კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესო დონაძე – მხოლოდ ლილუაშვილი და მიქაუტაძე ვერ დაალაგებდა ამხელა სქემას, ასეთ საკითხებს სჭირდება პრემიერის განკარგულება – „ოცნების“ მხარდამჭერს კორუფციაზე პრობლემა არ აქვს, ამიტომ დააკავშირეს ლილუაშვილი ოპოზიციასთან

ადვოკატი – გრიგოლ ლილუაშვილი არ დამალვია გამოძიებას, ჩხრეკა რომ ჩატარდა მის სახლში, იმის შემდეგ ელოდებოდა გამოძახებას, რათა ყველა კითხვაზე პასუხი გაეცა – მის პოზიციას ბრალდების წარდგენის შემდეგ შევიტყობ