გიორგი გახარია – ის, რაც აქ ხდება, თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა – არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, როდესაც რუსთაველზე ცემა-ტყეპით და ერთმანეთზე თავდასხმით უნდა გადავწყვიტოთ ქვეყნის მომავალი

ის, რაც აქ ხდება, თითოეული ჩვენგანის ტრაგედიაა. არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, როდესაც რუსთაველზე ცემა-ტყეპით და ერთმანეთზე თავდასხმით უნდა გადავწყვიტოთ ქვეყნის მომავალი, – ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე იმყოფება.
როგორც მან აღნიშნა, დღევანდელმა ხელისუფლებამ ჯერ მოგვპარა, შემდგომ ევროპული მომავალი, თან „ეს ყველაფერი გააკეთა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა“.
„ის, რაც აქ ხდება თითოეული ჩვენგანის ტრაგედია. არ ვიცი, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, როდესაც რუსთაველზე ცემა-ტყეპით და ერთმანეთზე თავდასხმით უნდა გადავწყვიტოთ ქვეყნის მომავალი.
საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ჯერ მოგვპარა, შემდგომ ევროპული მომავალი. ეს ყველაფერი გააკეთა ისე, თითქოს არაფერი მომხდარა, თან გაუგებარი ახსნებით. ჩვენი ვალია ერთიანობა, აქ უნდა ვიდგეთ ყველა, რომ მშვიდობიანად დავიცვათ საქართველოს ევროპული მომავალი“, – აღნიშნა გახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ყაველაშვილი: უფრო მეტი ქვეყანა რომ ყოფილიყო იმ პრინციპებისა და სამშვიდობო პოლიტიკის ერთგული, რომელსაც საქართველო და სლოვაკეთი აწარმოებს, დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში ომი არ იქნებოდა

სალომე სიმონია: ქვეყანაში, სადაც პარლამენტის თავმჯდომარეც კი მევახშეა, მინისტრს და დეპუტატებს დიდი ოდენობით თანხები აქვთ გაპროცენტებული; საჯარო უწყებები მილიონერებით არის სავსე. ამ დროს, ხალხი ვალებში იხრჩობა