გიორგი გახარია თანაპარტიელებთან ერთად ბერლინში „სოციალ-დემოკრატიული პარტიის“ ყრილობას დაესწრება

პარტიის “გახარია საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია თანაპარტიელებთან – დიმიტრი ცქიტიშვილთან და გუჯა ხოკრიშვილთან ერთად ბერლინში, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ყრილობას, რომელიც არჩევნების წინ პარტიის კანცლერის დასახელებას ისახავს მიზნად, “გახარია საქართველოსთვის” წარმომადგენლები სტუმრის სტატუსით დაესწრებიან.
“10-12 იანვარს პარტიის “გახარია საქართველოსთვის” გუნდის წევრები, პარტიის ლიდერი გიორგი გახარია, ასევე, დიმიტრი ცქიტიშვილი და გუჯა ხოკრიშვილი, მიემგზავრებიან გერმანიაში, ბერლინში, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე მონაწილეობის მისაღებად.
ყრილობა მიზნად ისახავს არჩევნების წინ პარტიის კანცლერის კანდიდატის დასახელებას, რომელიც, დიდი ალბათობით, იქნება ოლაფ შოლცი. ყრილობის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები სოციალ-დემოკრატიული პარტიებიდან.
„გახარია საქართველოსთვის“ პოლიტიკური გუნდი ყრილობაში მონაწილეობას მიიღებს სტუმრის სტატუსით და შეხვედრებს გამართავს პოლიტიკურ ლიდერებთან, პარტიულ ორგანიზაციებთან, მათ შორის, ევროპის სოციალისტური პარტიის ხელმძღვანელობასთან.
დაგეგმილია შეხვედრა გერმანიის სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პარტნიორების ინფორმირებისა და მათთან თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ერთ მშვენიერ დღეს იქნება კონდიცია, როცა ყველა ერთად დაველაპარაკებით „ოცნებას“, ამ ვითარებაში არ არის, შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ გახარიას დეპუტატების ბედი პარლამენტში – ჩვენ ვართ პიკში მყოფი ავტორიტარიზმის პირობებში