გიორგი გახარია – ვულოცავ სა და ბადრი ჯაფარიძეს თავისუფლებას – ოპოზიცია ოპოზიციას ებრძვის განსხვავებული პოზიციის გამო, ამასობაში „ოცნება“ საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ღალატობს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია „ლელოს“ ლიდერებს საპატიმროდან გათავისუფლებას ულოცავს.
როგორც ის აღნიშნავს, „ქართული ოცნება“ ადამიანებს პოლიტიკური მიზეზებით აკავებს.
გახარიას განცხადებით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ დაინახოს, როგორ ართმევს „ოცნება“ მომავალს ახალგაზრდებს.
„ვულოცავ სა და ბადრი ჯაფარიძეს თავისუფლებას! მხნეობასა და მალე გათავისუფლებას ვუსურვებ ყველა პოლიტიკურ პატიმარს!
სანამ “ოცნება” ადამიანებს პოლიტიკური შეხედულების გამო უკანონოდ აკავებს, ოკუპანტები მადლობას უხდიან “ოცნებას” საქართველოსთვის ომზე პასუხისმგებლობის აკიდების გამო. ამ დროს ოპოზიცია ოპოზიციას ებრძვის – განსხვავებული პოზიციის გამო. ამასობაში კი ოცნება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ღალატობს!
ამიტომაც, ახლა მთავარია საქართველოს თითოეული მოქალაქე დავარწმუნოთ, რომ “ოცნება” ჩვენს შვილებს მომავალს ართმევს!“,- წერს გახარია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავა – საქართველო უკვე ჩამოყალიბებულია როგორც ლოგისტიკური და ენერგეტიკული ჰაბი, ახლა ყალიბდება ციფრული და ფინანსური ინდუსტრიის ჰაბად – ამას ადასტურებს ისიც, რომ პირველად, თბილისში ვატარებთ ფინანსურ სამიტს

ნიკოლ ფაშინიანი თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე – სომეხი და აზერბაიჯანელი პრემიერები ერთმანეთს მადლობას რომ ვუხდით, ეს წარმოუდგენელი იყო 1 წლის წინ, ახლა რეალობაა – ეს იმის მაჩვენებელია, რომ ეს ფორუმი ძალიან მნიშვნელოვანია