გიორგი გახარია – ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საკითხი დღის წესრიგში არ უნდა იდგეს – რაც შეეხება ივანიშვილის ან სხვა ადამიანების დასანქცირებას, თავის თავს დააბრალონ

კახა კალაძე [ჯერ] ს პრომო ბიჭი იყო, შემდეგ ბიძინას პრომო ბიჭი გახდა, სულ მალე კიდევ ვიღაცის პრომო ბიჭი გახდება, აგერ ნახავთ, თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ივანიშვილს ჩაჰყვებიან?! , – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ თბილისის მერთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, პარტია „ქართულ ოცნებაშიც“ არიან კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები, რომლებსაც ნებისმიერ დროს „მთავრობაში წაიყვანდა“.
„ნათია მეზვრიშვილი იყო ის პროკურორი, რომელმაც ვანო მერაბიშვილი პასუხისგებაში მისცა – ამიტომ, სიაში მყავს. ერთადერთი წარმატებული სამართლებრივიო “ქეისი”, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, ვანო მერაბიშვილის გასამართლება იყო. საქმის პროკურორი ნათია მეზვრიშვილი იყო, ამით ვამაყობ, ნათიაც ამაყობს. წესით, ჭკუა რომ ჰქონდეთ, „ქართულმა ოცნებამაც“ უნდა იამაყოს.
რაც შეეხება ს, კახა ქემოკლიძე იყო ანალიტიკური სამსახურის თანამშრომელი, ძალიან პერსპექტიული, ნიჭიერი ახალგაზრდა კაცი, რომელიც შემთხვევით აღმოვაჩინე და დღესაც ვამაყობ, რომ კახა ქემოკლიძის მსგავსი საჯარო მოხელეებს შესაძლებლობა მივეცით, გაზრდილიყვნენ“, – განაცხადა მან.
გახარიას თქმით, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, 2004 წლიდან ყოველწლიურად მიხეილ სააკაშვილს აფინანსებდა, ამიტომ კითხვები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით სწორედ მასთან უნდა დაისვას.
„ბიძინა ივანიშვილი ვანო მერაბიშვილზე ამბობდა, რომ „მაგარი კაცია, მოიხადაო..“ ამიტომ ეს კითხვები ბიძინა ივანიშვილს დაუსვით და კიდევ ვის დაუსვით იცით? – ს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრომო ბიჭი იყო და მერე ბიძინას პრომო ბიჭი, რომ გახდა, სულ მალე კიდევ ვიღაცის პრომო ბიჭი გახდება, აგერ ნახავთ, თქვენ ხომ არ ჰქონიათ, რომ ივანიშვილს ჩაჰყვებიან?!
ხვალ, რომ დამჭირდეს, „ქართული ოცნებიდანაც“ კეთილსინდისიერ საჯარო მოხელეებს ყველას დავაწინაურებ, წავიყვან და მთავრობაში დავნიშნავ.
„ნაციონალური მოძრაობა“ დღევანდელი ფორმით, თუ ხელისუფლებაში დაბრუნდა, უსაფრთხოების გარანტიები ივანიშვილს კი არა, ჩვენ ყველას დაგვჭირდება, თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, ამიტომ ყველამ ჩვენ თავზე ვიზრუნოთ და ბიძინა ივანიშვილი თავის თავს როგორმე მიხედავს. ის „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ძალიან დიდხანს თანამშრომლობა, მე რა ვიცი იქნებ საერთო ხიდები ისევ გამონახონ?! საქართველოს რიგით მოქალაქეებს კი უსაფრთხოებაზე ზრუნვა დასჭირდებათ“, – განაცხადა გახარიამ.
გარდა ამისა, გახარიამ ჟურნალისტებთან სანქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმ პირებმა, ვისაც პერსონალური სანქციები დაეკისრებათ, „თავის თავს დააბრალონ“.
„რაც შეეხება სანქციებს, ჩვენთვის მთავარია, რომ არცერთ დონეზე, არც ევროპარლამენტის, არც ევროსაბჭოს, არც კომისიების დონეზე ვიზალიბერალიზაციის გადახედვის საკითხი დღის წესრიგში არ უნდა იდგეს. პერსონალური სანქციები, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ქართულ დემოკრატიას და საგარეო კურს აზიანებენ, ეს თავის თავს დააბრალონ. ამაში არაფერი სასიამოვნო არ არის, მაგრამ ეს მათი ბრალია.
რაც შეეხება ივანიშვილის ან სხვა ადამიანების დასანქცირებას, თავის თავს დააბრალონ.
როდესაც საუბარია მძიმე სანქციებზე, მაგალითად: ფინანსურ სანქციებზე, „მაგნიტსკის“ სიით. ეს ძალიან მძიმე რამეა. „მაგნიტსკის სიით“ დასანქცირებული რამდენიმე დეპუტატი ჩვენ მომავალ პარლამენტში რომ გვყავდეს, ეს არის ძალიან მძიმე რამ. ეს ქვეყანასაც ავნებს“, – აღნიშნა გახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – ევროპარლამენტის რეზოლუციას უნდა შევხედოთ, როგორც მკაფიო სიგნალს: ერთ მხარეს არის გზა ევროკავშირისკენ, მეორე მხარეს კი დარჩენა იზოლაციაში – ქართველ ხალხს გადაწყვეტილი აქვს, „ქართული ოცნება“ გაუშვას პენსიაზე