პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია ექიმებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
განცხადებას გახარია „ფეისბუქზე“ ავრცელებს და აცხადებს, რომ ექიმები ბევრი პერსონალური პრობლემისა და გამოწვევის მიუხედავად, დაუღალავად, ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით იბრძვიან მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.
„ექიმებო, გილოცავთ პროფესიულ დღეს!
ეს პროფესია ჩემთვის უცხო არასდროს ყოფილა, მაგრამ ერთმანეთი უფრო ახლოს გავიცანით გლობალური პანდემიის მართვის პროცესში, სადაც აღმოვაჩინე, რომ თქვენ, თქვენი ძალიან ბევრი პერსონალური პრობლემისა და გამოწვევის მიუხედავად, ხშირად დაუფასებლად, მაგრამ როგორ დაუღალავად, ენთუზიაზმით და პასუხისმგებლობით იბრძვით თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის.
ექიმობა სამოქალაქო გმირობაა, განსაკუთრებით იმ პირობებში როგორშიც გიწევთ მუშაობა და მე გპირდებით, ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში გავაკეთებ ყველაფერს, რომ ამ ქვეყანაში თქვენს პროფესიაში იყოთ დაფასებულები”, – წერს გახარია სოციალურ ქსელში.
