გიორგი გახარია – გამოძიებას და დევნას დაიწყებენ თუ არა, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვარ იქ, სადაც ვარ

მინდა გითხრათ, გამოძიებას, დევნას დაიწყებენ თუ არა, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს – ვარ იქ, სადაც ვარ და ვაკეთებ იმ საქმეს, რასაც ვაკეთებდი! – ამის შესახებ ჟურნალისტებს გიორგი გახარიამ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, პარლამენტის საგამოძიებო კომისია არის ჩვეულებრივი ჰიბრიდული ინსტრუმენტი საქართველოს მოქალაქეებზე ფსიქოლოგიური, ემოციური და ინფორმაციული ზემოქმედებისთვის.
“მაშინ როცა ქვეყნის საყრდენი გმირების – ანწუხელიძის გმირობის გაუფასურებას ცდილობენ, არ შემეძლო აქ არ მოვსულიყავი“, – დასძინა მან.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის წევრებმა გიორგი გახარიას კითხვები 2019 წლის 20 ივნისი საპროტესტო აქციის დაშლაზე, სოფელ ჩორჩანის მიდამოებში ქართული პოლიციის საგუშაგოს გახსნასა და პრემიერი-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილების მიზეზებზე დაუსვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – პარტიის აკრძალვის შემდეგ დავაკვირდებით, მასთან დაკავშირებული პირები ხომ არ ცდილობენ, მოძებნონ პოლიტიკური საქმიანობის სხვა საშუალებები – თუ ამას დავინახავთ, მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს

შალვა პაპუაშვილი – ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც სარჩელში არ მივმართავთ ინდივიდუალურ პირებთან დაკავშირებით პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვას ისაა, რომ არ გვინდა გვქონდეს მოკლე სია ან რაღაც სია – გვინდა დავიტოვოთ უფრო ფართო ინსტრუმენტი

ირაკლი კუპრაძე – ანტიქართულმა „ოცნებამ“ გადაწყვიტა, დემოკრატიას მიაყენოს გადამწყვეტი დარტყმა – რუსული რეჟიმის მიმართ წინააღმდეგობა იქნება უკომპრომისო – ვდებთ პირობას, რომ ეს ბრძოლა არ გაჩერდება, სანამ არ იქნება გამარჯვება