გიორგი გახარია – ბიძინა ივანიშვილს ეყოლება თავისი პარლამენტის თავმჯდომარე, მთავრობის თავმჯდომარე, პრეზიდენტი – თავისი თოჯინების თეატრი

ბიძინა ივანიშვილს ეყოლება თავისი პარლამენტის თავმჯდომარე, თავისი მთავრობის თავმჯდომარე, თავისი პრეზიდენტი, თავისი თოჯინების თეატრი , – ამის შესახებ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
გახარიას თქმით, მნიშვნელობა არ აქვს, ვის აირჩევს “ქართული ოცნება,” მთავარია ამ პროცესში მის გარდა არავინ მიიღოს მონაწილეობა.
“არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის აირჩევს “ქართული ოცნება,” მთავარია, პრეზიდენტის არჩევნების პროცედურაში, როგორიც არ უნდა იყოს ის, არავინ მიიღოს მონაწილეობა ერთი პარტიის გარდა და ეს ერთი პარტია არის “ქართული ოცნება” და აირჩევს თავის პრეზიდენტს. ბიძინა ივანიშვილს ეყოლება თავისი პარლამენტის თავმჯდომარე, თავისი მთავრობის თავმჯდომარე, თავისი პრეზიდენტი, თავისი თოჯინების თეატრი. მერე ათამაშებს ხოლმე – ერთს ერთს ათქმევინებს, მეორეს – მეორეს და გაერთობა ხოლმე”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?