პარტია გახარია – საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ 4 ოქტომბერს ოპოზიციის ნაწილის მიერ დაანონსებული “მშვიდობიანი რევოლუცია” – “ყველაზე დიდი საჩუქარია ქართული ოცნებისთვის”.
ის აღნიშნავს, რომ 4 ოქტომბრის “მშვიდობიანი დამხობის თუ მშვიდობიანი რევოლუციის” გაიგივება სახალხო პროტესტთან – “ფაქტობრივად, პროტესტის დელეგიტიმაცია და ქართული ოცნებისთვის ლეგიტიმაციის მიცემაა”.
“4-ში, დანიშნულ დღეს, დანიშნულ ადგილზე, დანიშნული საათით რევოლუციის და მშვიდობიანი დამხობის გამოცხადება – ეს იყო ყველაზე დიდი საჩუქარი ქართული ოცნებისთვის, რომელმაც მისი შეზღუდული ლეგიტიმაციის გადასაფარად გამოიყენა ეს სიგიჟე იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის, ფაქტობრივად, დაენახებინა, რა არის ალტერნატივა და ფაქტობრივად, ამ 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის თუ მშვიდობიანი რევოლუციის გაიგივება სახალხო პროტესტთან იყო, ფაქტობრივად, ამ პროტესტის დელეგიტიმაცია და ოცნების ლეგიტიმაცია. ეს ყველაზე დიდი შეცდომაა დაშვებული.
არ შეიძლება არჩევნების დღეს, რევოლუციაზე და მშვიდობიან დამხობაზე ლაპარაკი მაშინ, როდესაც აქეთ გყავს პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეზღუდული კი არა, უაღრესად დაზიანებული ლეგიტიმაცია აქვს და შენ სთავაზობ მოსახლეობას აბსოლუტურად გაურკვეველ პროექტს, რომელსაც ძალადობრივი ელფერები აქვს, რომელსაც ზუსტად იცი, რომ გამოიყენებს დღევანდელი რეჟიმი, რომელსაც სჩუქნი, რადგან ადამიანებისთვის სტაბილურობის შეგრძნება, სიმშვიდე დღეს ძალიან დიდი ფასეულობაა…
