გიორგი გახარიას პირველი კომენტარი

გიორგი გახარია მის წინააღმდეგ დაწყებულ სისხლის მართლებრივ დევნას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ “ქართულმა ოცნების” რეჟიმმა ფორმალურად მოახდინა მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის ინსტიტუციონალიზაცია სისხლის სამართლის გაყალბებული ბრალდებებით“.

გახარიას თქმით, “მისი პატიმრობის განაჩენი პირდაპირ აღასრულებს ს წინასაარჩევნო მუქარას“

გუშინ „ქართულმა ოცნების” რეჟიმმა ფორმალურად მოახდინა ჩემ წინააღმდეგ პოლიტიკური დევნის ინსტიტუციონალიზაცია სისხლის სამართლის გაყალბებული ბრალდებებით. უკვე დღეს სასამართლომ ჩემი პატიმრობის ბრძანება გასცა. ეს აღასრულებს ს წინასაარჩევნო მუქარას, როცა მან საჯაროდ განაცხადა, რომ „სისხლის სამართლის საქმეები სასამართლოს დონეზე ჰქონდა დალაგებული”. 

ბრალდებები ეხება ჩორჩანის და 20 ივნისის საქმეებს, დამატებითი ბრალდებების შეთხზვის აშკარა განზრახვით.

ჩვენი პოლიტიკური პარტიისა და პირადად ჩემთვის, როგორც დევნილისთვის, ეს საქართველოს ევროპული მომავლის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში ახალ ეტაპს ნიშნავს, ბრძოლას, რომელიც ახლა ყველა არსებული პლატფორმის გამოყენებას მოითხოვს.

ეს უკანასკნელი ნაბიჯი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ როგორც ჩვენი გადაწყვეტილება მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის, ასევე პარლამენტში შესვლის შესახებ, ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ერთადერთი სწორი სტრატეგიული არჩევანი იყო. 

სამწუხაროდ, როგორც საქართველოს დემოკრატიული ძალები, ისე დასავლეთი კოლექტიურად დამარცხდნენ პროპაგანდასთან ბრძოლაში. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ უნდა წავაგოთ გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი ბრძოლა ევროპული იდეის შესანარჩუნებლად საქართველოში. ამ ბრძოლის წაგებას სერიოზული და გრძელვადიანი შედეგები მოჰყვება არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის.

მიუხედავად მზარდი რეპრესიულ გარემოსი, თავისუფლება და დემოკრატია ღრმად ფესვგადგმულია ქართულ საზოგადოებაში. ევროპის იდეა საქართველოში დაცული უნდა იყოს, ხოლო საქართველო უნდა დარჩეს დასავლურ დღის წესრიგში. კავშირების ან ურთიერთობების გაწყვეტა მხოლოდ დააჩქარებდა ქვეყნის ს გავლენის სფეროში მოქცევას”.- წერს გახარია.