გიორგი გახარიას პარტიის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუწყდებათ

გიორგი გახარიას პარტიის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუწყდებათ. სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი მათ მიერ პარლამენტის პლენარული სხდომების გაცდენაა.

კერძოდ, დღეს გამართული საპარლამენტო სხდომის ჩათვლით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში 17 მოსმენა გაიმართა. მათგან არცერთ სხდომას არ დასწრებიან გახარიას პარტიის წევრები.

რეგლამენტის თანახმად, საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე 16 სასესიო დღეა დარჩენილი, რაც თეორიულადაც გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ სესიის განმავლობაში სხდომების ნახევარზე ნაკლები ჰქონდეთ გაცდენილი.

გიორგი გახარიას პარტიიდან ამ ეტაპისთვის სადეპუტატო მანდატს ფლობენ თავად გიორგი გახარია, თეონა აქუბარდია, , , როინი ქოჩორაშვილი, კახაბერ ქემოკლიძე, ბერდია სიჭინავა, ნათია მეზვრიშვილი, ანა ბუჩუკური, , ზაზა თავაძე და ლევან გოგიჩაიშვილი.

ისინი პარლამენტში ირიცხებიან როგორც უფრაქციო დეპუტატები.