გიორგი გახარიას პარტია ხელს არ აწერს „ქართულ ქარტიას“

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია – „საქართველოსთვის“ ხელს არ აწერს პრეზიდენტის ინიციირებულ „ქართულ ქარტიას“. პარტიაში აცხადებენ, რომ ამის მიუხედავად, იღებენ პოლიტიკურ ვალდებულებას იმ რეფორმების გატარების შესახებ, რომელიც არის ამ ქარტიის შემადგენელი ნაწილი.
„რაც შეეხება ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და, შესაბამისად, დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის არჩევნების, როგორც გადამწყვეტი არჩევნების, მნიშვნელობას აზიანებს. ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ ვერ მოაწერს წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს“, – წერია პარტიის გავრცელებულ განცხადებაში.
„საქართველოსთვის“ აცხადენს, რომ მთავარი ამოცანაა „გაერთიანება საქართველოს მოქალაქეების არჩევანის დასაცავად“.
„პრეზიდენტის როლი უნდა იყოს გამაერთიანებელი არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების, არამედ საზოგადოების, ახალგაზრდების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, არჩევნების დაცვის მიზნის ირგვლივ. პრეზიდენტის ირგვლივ უნდა შეიქმნას ერთობა, რომელიც საზოგადოების ეროვნულ საპროტესტო ენერგიას გარდაქმნის კონკრეტულ სამოქმედო გეგმად საარჩევნო უბნებზე საქართველოს მოქალაქეების ხმების დასაცავად“, – აცხადებენ პარტიაში.
კიდევ ერთი პარტია, რომელიც უარას ამბობს ამ ქარტიაზე ხელმოწერით შეერთებაზე პარტია „გირჩია“. პარტიის ლიდერი, აცხადებს, რომ ამ იდეას მხარს უჭერენ.
საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს, ხალხმრავალი პროტესტისა და პარტნიორების კრიტიკის მიუხედავად, დაძლია „აგენტების კანონზე“ პრეზიდენტის დადებული ვეტი. ორი დღით ადრე, 26 მაისს, როცა ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება წარადგინა „ქართული ქარტია“, რომელიც ოპოზიციის „სხვანაირ ერთობას“ გულისხმობს.
პრეზიდენტ ს განმარტებით, დოკუმენტის თანახმად, „ქართულ ქარტიაში“ ასახულია საზოგადოების დაკვეთა და მოთხოვნა. ის თავისი არსითა და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომლებსაც დღეს საზოგადოებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს.
დღეს, 3 ივნისს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პოლიტიკური პარტიები მიდიან და ხელმოწერით ადასტურებენ „ქართულ ქარტიასთან“ შეერთებას. ადმინისტრაციაში უკვე მივიდნენ პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე და „მწვანეების“ ლიდერი გია გაჩეჩილაძე.

ასევე დაგაინტერესებთ