გიორგი გახარიასა და მისი პარტიის აქტივობები უკვე კომიკურობამდეა მისული, საყურებლადაც კი აღარ არის მგონი საინტერესო –

აბსოლუტურად დამსგავსებულნი არიან კომიკური ჟანრის მხატვრული, თუ მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟებს. საყურებლადაც კი აღარ არის მგონი საინტერესო, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე გიორგი გახარიას მიერ ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევას.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნდა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფლანგი ისტერიაშია.
„ვხედავთ კონკრეტულ ისტერიას მას შემდეგ, რაც დაბრუნდა ქართულ პოლიტიკაში. „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ფლანგი აქტიურად არის ჩართული, იქნება ეს თავად „ნაციონალური მოძრაობა“, თუ „ლელოს“, თუ გახარიას პარტია. რაც შეეხება გიორგი გახარიასა და მის პარტიას, ვფიქრობ, უკვე კომიკურობამდე არის მისული მათი აქტივობები – განცხადებებში, ქცევებში, სტილში, ტონალობაში. აბსოლუტურად დამსგავსებულნი არიან კომიკური ჟანრის მხატვრული, თუ მულტიპლიკაციური ფილმის პერსონაჟებს. საყურებლადაც კი აღარ არის მგონი საინტერესო“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის