გიორგი გახარიამ ძალიან ბევრი ტყუილი თქვა, როდესაც ორჯერ გამოვკითხეთ –

გიორგი გახარიამ ძალიან ბევრი ტყუილი თქვა, როდესაც ორჯერ გამოვკითხეთ –
გიორგი გახარიამ ძალიან ბევრი ტყუილი თქვა, როდესაც ორჯერ გამოვკითხეთ. იმ შეხვედრებთან დაკავშირებითაც კი თქვა მან ტყუილი, სადაც მე ვესწრებოდი და ვიცი, რომ ეს ისე კი არა, სხვანაირად იყო და ეს რა თქმა უნდა, ადამიანურად ძალიან მტკივნეულია, [რადგან] ჩვენ მას ვენდობოდით, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე თეა წულუკიანმა.
მან 20 ივნისის მოვლენებზე ისაუბრა. წულუკიანის შეფასებით, ტრაგედიაა, რომ ამ საქმეზე გამოძიება ამდენ ხანს გაგრძელდა.
„20 ივნისის მოვლენების შემდეგ არაერთი შეხვედრა იყო და ძალიან მკვახე და მძიმე შენიშვნები და კითხვებიც დავუსვით მას. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ისეთ მსხვერპლებს, როგორც არის მაგალითად მაკო გომური და სხვებს, ვერასდროს მოვთხოვთ, რომ რაღაცა ტიპის გაგება ჰქონდეთ რაიმე ტიპის პროცესებისადმი; ხანდახან უსამართლობაც რომ გაეპაროთ თავიანთ განცხადებებში (არის ხოლმე ასეთი) მაინც მართლები არიან, იმიტომ, რომ ახალგაზრდა ადამიანი როდესაც თვალის ჩინს დაკარგავს, ან სხეულის სხვა მძიმე დაზიანებას მიიღებს ხელისუფლების ბრალით, რა თქმა უნდა ჩვენ არ ვართ წინა ხელისუფლება, რომ ისევ დაზარალებული იყოს მტყუანი.
ტრაგედიაა, რომ ამდენ ხანს გაგრძელდა ეს გამოძიება და კითხვა მაქვს, როგორ მოხდა ეს, იმიტომ, რომ პრემიერ-მინისტრი იყო ის, ვინც თურმე პასუხისმგებელი ყოფილა და ხომ არ გადადგა მან რაღაცა ნაბიჯები, რომ ეს ამდენ ხანს გაგრძელებულიყო? – არ ვიცი, კითხვას ვსვამ, მაგრამ სხვის კომპეტენციაში ვერ შევიჭრები. მთავარი არის ის, რომ სტრასბურგის ინდივიდუალური ღონისძიებები სრულდება, პროკურატურამ ძალიან ბევრი საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა, მათ შორის რუსთაველის გამზირზე. პროცედურა გაგრძელდება და დიდი იმედი მაქვს, რომ დიდ პალატაში, სადაც არის გასაჩივრებული ეს გადაწყვეტილება, საქართველო მიიღებს უფრო სამართლიან ვერდიქტს, ვიდრე ეს იყო აქამდე. სამართლიანს იმ გაგებით, რომ ის, რაც ამასობაში გაკეთდა, ჩაეთვლება ჩვენს სახელმწიფოს“, – განაცხადა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ოპოზიციის მცდელობა, გამოეწვიათ „ქარიშხალი ჭიქაში“, მათი “ოპერაცია” კრახით დასრულდა – უკვე დადასტურებულად შეიძლება ითქვას, რომ შსს-მ გამოიყენა მხოლოდ ის საშუალება, რომელიც საერთაშორისო დონეზეა დაშვებული და სხვა ქვეყნები ანალოგიურ სიტუაციებში იყენებენ

სამი “საოცრება” ჩვენს ქვეყანაში: სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა. საარჩევნო უბნებზე ქალბატონებმა დაჟინებული მზერით 400.000 ხმა გააყალბეს. “კამიტით მოწამლული”აკაცუკი 1 წლის თავზე მოვლენებს პირდაპირ ეთერში იხსენებს

სამი “საოცრება” ჩვენს ქვეყანაში: სააკაშვილი დემენციისგან სრულად განიკურნა. საარჩევნო უბნებზე ქალბატონებმა დაჟინებული მზერით 400.000 ხმა გააყალბეს. “კამიტით მოწამლული”აკაცუკი 1 წლის თავზე მოვლენებს პირდაპირ ეთერში იხსენებს

სუს-ის ბრიფინგზე დადასტურდა, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ დაგეგმილი მორიგი დეზინფორმაციული კამპანია მარცხით დასრულდა, იმედია, ახლა მაინც წარსდგებიან პროვოკატორები კანონის წინაშე და აგებენ პასუხს მთელი სიმკაცრით