25 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „პულმანში“ „გახარია საქართველოსთვის“ პარტიული სია წარადგინეს. პირველი ნომერი იქნება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტიის ლიდერი გიორგი გახარია. მან თავის სიტყვაში დაასახელა პარტიის მთავარი ლოზუნგი: „ჩვენი მთავარი მიზანი და ლოზუნგი ამ არჩევნებში იქნება არა „ოცნებას“ და არა „ნაციონალურ მოძრაობას“, სიმშვიდე საქართველოს და დავიცვათ ნამდვილი მშვიდობა“. პარტიის სიაში არიან
· გიორგი გახარია – საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი;
· ნათია მეზვრიშვილი – პრემიერ-მინისტრის აპარატის ყოფილი უფროსი, შს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოფილი პროკურორი;
· დიმიტრი ცქიტიშვილი – პარლამენტის ყოფილი წევრი;
· კახაბერ ქემოკლიძე – უსაფრთხოების სფეროს სპეციალისტი;
· ზვიად ძიძიგური – პოლიტიკოსი; პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი;
· ზაზა თავაძე – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე;
· ანა ბუჩუკური – პარლამენტის წევრი;
· ბერდია სიჭინავა – იურისტი, პარტიის აღმასრულებელი მდივანი;
· როინ ქოჩორაშვილი – 2021 წლიდან პარტია „საქართველოსთვის“ წევრი;
· ბექა ლილუაშვილი – პარლამენტის წევრი;
· თეონა აქუბარდია – პარლამენტის წევრი
· ლევან გოგიჩაიშვილი – პარლამენტის ყოფილი წევრი;
· გიგა ფარულავა – ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე;
· გელა აბულაძე – ეკონომისტი, მაჟორიტარი დეპუტატი წალენჯიხის საკრებულოში;
· შალვა კერესელიძე – მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში;
· თამარ ხვედელიანი – ექიმი, პარტიის ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარე;
· ელგუჯა ხოკრიშვილი – ეკონომისტი, გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი;
· ვიკა ფილფანი – იურისტი;
· კახა ნურალიძე – ექიმი, პროფესორი;
· სოფიო ხორგუანი – სახალხო დამცველის ყოფილი მოადგილე;
· ჯემალ ანანიძე – ბათუმის ყოფილი მერი;
· რუსუდან თევზაძე – ბიზნეს-ადმინისტრირების დოქტორი;
· ქეთევან ბაკარაძე – ექიმი. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის (დევნილობაში) ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი
· მალხაზ თორია – ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
· ვატო ფაჩულია – სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი;
· ერეკლე დუმბაძე – იურისტი;
· სალომე კობალაძე – თბილისის საკრებულოს დეპუტატი;
· გოჩა ტყეშელაშვილი – გადაცემა „ეტალონის“ ავტორი;
· აკაკი გვიანიძე – ბათუმის საკრებულოს წევრი.
სიის პრეზენტაციასთან ერთად პარტიამ საარჩევნო პროგრამა და სლოგანი – „ნამდვილი მშვიდობით, ნამდვილი ღირსებით, ნამდვილი კეთილდღეობით ევროპისკენ” – წარადგინა.
პოლიტიკურ პარტიებს ცესკოში პარტიული სიის წარსადგენად ბოლო ვადა 26 სექტემბერს აქვთ. საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება. დეპუტატებს მხოლოდ პროპორციული სისტემით აირჩევენ. პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც 5%-იან ბარიერს გადალახავენ.