„საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიასა და „ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერის მამუკა ხაზარაძეს შორის შეხვედრა დასრულდა, რომელიც ორბელიანების სასახლეში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.
შეთანხმდნენ თუ არა მხარეები, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მოლაპარაკება ერთ საათში განახლდება, როცა ორივე მათგანი ორბელიანების სასახლეში დაბრუნდება.
მამუკა ხაზარაძის განმარტებით, საუბარი კონსტრუქციულად მიდის და მოსალაპარაკებლად ერთ საათში დაბრუნდებიან.
„საუბარი მიდის კონსტრუქციულად, ერთ საათში დავბრუნდებით“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
ოპოზიციონერი ლიდერები არჩევნებისთვის გაერთიანების თაობაზე აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
შეგახსენებთ, რომ „ძლიერი საქართველოსა“ და „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პირველად 16 სექტემბერს მიიწვია.
ორბელიანების სასახლეში “ძლიერი საქართველოს” ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და “გახარია – საქართველოსთვის” ლიდერს გიორგი გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა, თუმცა აუდიენცია კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.