გიორგი გამსახურდია: ჩვენც კარგად ვიცით ამათი მისამართები… დროზე ამათი მოთოკვა!

“ეხლა როდესაც ხელისუფლებაში არ არიან და არიან, უმცირესობის უმცირესობაში, ბედავენ 9 აპრილის მემორიალთან მისული ხალხის ბულინგს, საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობას და კომისიის ხელმძღვანელთან სახლში მივარდნას, თქვენ წარმოგიდგენიათ ესენი რეებს კადრულობდნენ, ხელისუფლებაში რომ ეყარნენ და მცირედი წარმატების შემთხვევაში (რაც წარმოუდგენელი ზღაპარია) რას იკადრებენ? სასწრაფოდ უნდა გაეცეთ ამ შთამომავლობით მავნებლებს და აგენტურას ჯეროვანი პასუხი, კანონის სრული დაცვით. ესეთი ყველაფრის მკადრებლები, რომ ვიყოთ, ჩვენც კარგად ვიცით ამათი მისამართები… დროზე ამათი მოთოკვა!” – წერს სოციალურ ქსელში გიორგი გამსახურდია. 

შეგახსენებთ, მოქალაქეები პროტესტის ნიშნად ს სახლთან მივიდნენ.

 

ასევე დაგაინტერესებთ

მაია ორჯონიკიძე: მაშინ, როდესაც 2008 წელს რუსეთი საქართველოს ვერაგულად თავს დაესხა და მთელი მსოფლიო ფარისევლობდა ამ აგრესიისთვის ნამდვილი სახელის დარქმევაში, ანდრეი ილარიონოვი იყო პირველი და თითქმის ერთადერთი, ვინც…