გიორგი გაბიტაშვილი – „ქურდული სამყაროს“ მიმართ მკაცრი და შედეგიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

გენერალური პროკურორობის კანდიდატის გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, ქურდული სამყაროს მიმართ მკაცრი და შედეგიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ამის შესახებ გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე განაცხადა.
„პროკურატურისა და საგამოძიებო დანაყოფების ერთობლივი მუშაობის შედეგად, ქურდული სამყაროს წევრობის, კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და ქურდული სამყაროსთვის მიმართვის ფაქტებზე, მხოლოდ 2022-2023 წლებში 165 პირის მიმართ დევნის დაწყების და 170 პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა მიუთითებს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგებზე“,- განაცხადა გიორგი გაბიტაშვილმა.
როგორც გიორგი გაბიტაშვილმა აღნიშნა, უნდა შენარჩუნდეს ამ კატეგორიის დანაშაულზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის პრაქტიკა და საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში იყოს გამოყენებული.
გენერალური პროკურორობის კანდიდატის გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, აუცილებელია, გაგრძელდეს მუშაობა და გააქტიურდეს ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებული პირების მიმართ პარალელური ფინანსური გამოძიების პრაქტიკა, დანაშაულებრივი ქონების იდენტიფიცირების და ჩამორთმევის მიზნით.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას – სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება

მათე ხვედელიძე: მიზეზი, რატომაც ამ ამბავს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, არის სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენის შანსი. თუ აქ სამოქალაქო საზოგადოება გადარჩება, ნებისმიერ სცენარში ეს ქვეყანა გადარჩება და გაძვრება სამშვიდობოს