გიორგი გაბიტაშვილი – არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მართლმსაჯულება უნდა დარჩეს პრიორიტეტულ მიმართულებად

არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებზე დაფუძნებული მართლმსაჯულება უნდა დარჩეს პრიორიტეტულ მიმართულებად, თუმცა, პროგრესის შენარჩუნებასთან ერთად აუცილებელია თანაბარი ყურადღების გამახვილება როგორც კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანებზე, ასევე, მოწმე და დაზარალებულ ბავშვებზე, – ამის შესახებ გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა საპროკურორო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
გიორგი გაბიტაშვილის განცხადებით, ბოლო წლებში, იმ არასრულწლოვანთა რაოდენობა, რომელთა მიმართ გამოყენებულია დევნის ალტერნატიული მექანიზმები, ჭარბობს დევნა დაწყებული არასრულწლოვანების რაოდენობას. გენერალური პროკურორობის კანდიდატმა აქვე აღნიშნა, რომ აუცილებელია, სამომავლოდ ჩატარდეს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულის რეციდივის კვლევა, რაც უწყებას შესაძლებლობას მისცემს შეაფასოს დანაშაულის ჩამდენი ბავშვების მიმართ გატარებული პოლიტიკის ეფექტიანობა.
გიორგი გაბიტაშვილმა პრიორიტეტულ მიმართულებად ასევე მსხვერპლი და მოწმე ბავშვების დაცვა დაასახელა, მათ შორის, სქესობრივი ძალადობისა და ექსპლუატაციისგან. როგორ მან აღნიშნა, ტექნოლოგიური განვითარების პარალელურად, მზარდია მათ მიმართ სოციალური ქსელის გამოყენებით ჩადენილი დანაშაულები. მისივე თქმით, აუცილებელია გაძლიერდეს მსგავსი ფაქტების ანალიზი და შენარჩუნდეს მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა.
გენერალური პროკურორობის კანდიდატმა გიორგი გაბიტაშვილმა ბავშვთა მიმართ სქესობრივ დანაშაულებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რაც მისი თქმით, ხელს შეუწყობს ამ დანაშაულის ლატენტურობის შემცირებას. გიორგი გაბიტაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების ჩართულობით აქტიური საინფორმაციო კამპანია იგეგმება.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – დენის ფასის ზრდაში სერიოზული წილი აქვს ბიტკოინების მაინინგის საწარმოებისთვის გამოყოფილ უფასო ენერგეტიკას – სულ უფრო და უფრო იზრდება ქვეყნის დამოკიდებულება რუსულ იმპორტზე

თენგო თევზაძე – აშშ-ს კავკასიაში სჭირდება სიმყარე, ივანიშვილმა კი დაიკავა ირანის, ტერორისტების მხარე – აშშ-ს წარმომადგენელი იყო ჩამოსული, გუშინ სანქციები გაგრძელდა, დღეს რუბიოს ზარი შედგა – „ქართული ოცნებისთვის“ ეს იყო ცუდი ზარი, ხაფანგში გაება

მათე ხვედელიძე: მიზეზი, რატომაც ამ ამბავს ძალიან პოზიტიურად ვუყურებ, არის სამოქალაქო საზოგადოების გადარჩენის შანსი. თუ აქ სამოქალაქო საზოგადოება გადარჩება, ნებისმიერ სცენარში ეს ქვეყანა გადარჩება და გაძვრება სამშვიდობოს