გიორგი გაბაშვილი: აბა დავფიქრდეთ, როგორ მუშაობს ფსბ. ადრე კგბ, უფრო ადრე ოხრანკა…

“აბა დავფიქრდეთ, როგორ მუშაობს ფსბ. ადრე კგბ, უფრო ადრე ოხრანკა…
მათ მშვენივრად იციან – მოწინააღმდეგის ბანაკის ,,გადარწმუნება” შეუძლებელია. ამიტომ ამას არც ცდილობენ.
სამაგიეროდ შეიძლება მოწინააღმდეგე დაარწმუნო საკუთარ სისუსტეში, სასოწარქვეთა დათესო, ეჭვები დათესო, ერთიანობა შეურყიო… სავსებით შეიძლება ადამიანების დიდი ერთობაც კი დაანგრიო ურთიერთდაპირისპირებით, გულწრფელი ემოციებით და ეჭვებით.
ამისთვის უნდა მუდმივად აწვეთო ,,ნახევარსიმართლეები”, იმისთვის, რომ სანამ ისინი საკუთარ სისუსტეებზე მითქმასა და კრიტიკულ რეფლექსიაში იქნებიან, შენ შენი საქმე აკეთო – შენი ბანაკი შეკრა ნაჯახისებრი, ბლაგვი პროპაგანდით. და ურტყა, ურტყა, ურტყა.
მოწინააღმდეგის ბანაკში თვითკრიტიკა უნდა გააძლიერო არა თემაზე ,,როგორ დაგამარცხონ”, არამედ იმაზე ,,რატომ ვერ დაგამარცხებენ ასე”.
ამავდროულად შენი დამარცხების ყველა ალტერნატიული გეგმა უნდა იყოს ძალიან ხანგრძლივი, მრავალ წელზე გაწელილი, უნდა ჭირდებოდეს ,,თაობების, ცვლა”, ,,მენტალობის ცვლილება”, ,,განათლების დონის ამაღლება”, ,,სხვა პოლიტიკოსები, იმიტომ რომ ესენი არ ვარგიან” და აშ – ერთი სიტყვით – უნდა ჭირდებოდეს დიდი დრო. დრო, რომელიც ყველაზე დიდი კაპიტალია ავტოკრატიისთვის.
თან ამ საქმეს შენთან ერთად შენი გულწრფელი ოპონენტებიც გააკეთებენ. რა? არ არის ეს საკითხები სამსჯელო? მართლა არ არის პრობლემები? ჰოდა ამ ყველაფრის მართვა ხდება შემდგომ პროტეტის დეზინტეგრაციისთვის.
,,ამიტომ გადაეცით ყველა სოცქსელების კაპიტანს:
აკომენტეთ ოპოზიციის მომხრის პოზიციიდან, მაგრამ ხაზი გაუსვით მუდმივად შემდეგ ფაქტორებს:
– ვაი, ხალხი არ გამოდის
– არ გამოდის იმიტომ რომ გეგმა არაა
– ხალხი დაიღალა
– როდემდე უნდა გვატარონ ასე აღმა დაღმა
– რა აზრი აქვს ამ ყველაფერს
– ოპოზიცია სუსტია, გაყიდულია
– რასაც ამბობს ოპოზიცია არაა დასაჯერებელი, რა არ გადახტომიან თავის სიტყვას?
– ამათ ერთად რა უნდათ/ ვერ იქნებიან ერთად/ ერთმანეთს ჭამენ
– ეს ოპოზიცია ვერაფერს ვერ იზამს, ახალი უნდა გაჩნდეს
– კი უნდა ვებრძოლოთ ოლიგარქს, მარა ოპოზიციაში რა – ,,ოლიგარქები” არ არიან?
– ფუ პოსტვ, მარა რა ,,ეს ტელევიზიები” ჯობია?
პს. შეაპარეთ რომ მართლა კი არ მოიგეს, რეალურად ცოტა ხმა აიღეს…
ეგენი ლიბერალები არიან. დისკუსია უყვართ, მსჯელობა. მთავარია დისკუსია იმაზე კი არ იყოს ამ დღეებში ჩვენი პარალიზება როგორ მოახერხონ და ხარებას ბიჭები როგორ დაღალონ. იმაზე იმსჯელონ, რატო არ გამოვა არაფერი და ვისი ბრალია.
თქვენ გაახურეთ თავიდან, მერე გაეშვით – თითონ იზამენ…”, – წერს სოციალურ ქსლში პოლიტიკოსი, ფილოლოგი გიორგი გაბაშვილი.