ჩვენ ვიცით, რომ 26 მაისს ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს. ამისთვის ვიზრუნებთ, ამისთვის ვიმუშავებთ და ამისთვის გვჭირდება მხარდაჭერა , – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბუტიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.
გიორგი ბუტიკაშვილის თქმით, წინასწარ დაწერილი სცენარი არ აქვთ, რადგან „წინასწარ დაწერილი სცენარით ხანდახან ფილმებსაც ვერ იღებენ“.
„ „ქართულ ოცნებას“ შეუძლია მოერგოს იმას, რასაც ნახავს საზოგადოებისგან, რა დაკვეთაცაა. ქართულ საზოგადოებას უნდა ცვლილება ქვეყანაში და ამ ცვლილებისთვის უამრავი ადამიანი გამოვა და ამაზე ვმუშაობთ. ჩვენ ხომ ციფრს არ ვასახელებთ, ჩვენ ვმუშაობთ, მაქსიმალურ ენერგიას და რესურს ჩავდებთ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ადამიანები ქვეყანაში, ეს ქვეყანა ივანიშვილის ხელში რუსეთთან მარტო რჩება ან ირანთან რჩება მარტო და არ ვიცით ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გადარჩება თუ არა საერთოდ.
26 მაისი არის სიმბოლური თარიღი ჩვენთვის და ჩვენი სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს უფლება, იზეიმოს 26 მაისი იმიტომ, რომ ისინი არიან მთავარი შემოქმედი იმისა, რომ საქართველო კარგავს დღეს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ევროპულ მომავალს.
წინასწარ დაწერილი სცენარით ხანდახან ფილმებსაც ვერ იღებენ. ჩვენ ვიცით, რომ 26 მაისს ძალიან ბევრი ადამიანი უნდა მოვიდეს. ამისთვის ვიზრუნებთ, ამისთვის ვიმუშავებთ და ამისთვის გვჭირდება მხარდაჭერა. ხალხზეა დამოკიდებული [რა იქნება 26 მაისს], ხალხზეა დამოკიდებული რა იქნება ამ ქვეყანაში, არა მარტო 26 მაისს“, – განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა.
ცნობისთვის, „ოპოზიციის ალიანსი“ ეროვნული მობილიზაციის კამპანიას იწყებს, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მათი ინფორმაციით, კამპანიის სიმბოლური კულმინაცია იქნება 26 მაისი, როდესაც თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, „დიდი ხალხმრავალი აქცია გაიმართება“.




