ივანიშვილის ტაქტიკაა: ჯერ შექმნის ადამიანებს, შემდეგ იცილებს, – ასე აფასებს კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი გიორგი ბუტიკაშვილი რომეო მიქაუტაძის დაკავებას. ოპოზიციონერი დარწმუნებულია, რომ ასეთი ბოლო ელის “ოცნების” და ივანიშვილის ნებისმიერ მხარდამჭერს.
ეს არის ივანიშვილის ტაქტიკა: ჯერ შექმნის ადამიანებს, მის მორჩილ მონებს და შემდეგომ უკვე მათ იცილებს თავიდან. ისიც იმისთვის, რომ მაგალითი იყოს სხვებისთვის როგორ ექცევა ერთი რუსი ოლიგარქი ნებისმიერს, რომელიც მის წინააღმდეგ წავა, ან შეიძლება, მის წინააღმდეგაც არ წავიდეს და უბრალოდ, მაგალითისთვის სჭირდებოდეს. ასე მოუვა “ოცნების” ნებისმიერ მხარდამჭერს. ასე მოუვა ივანიშვილის ნებისმიერ მხარდამჭერს, რომელმაც, ფაქტობრივად, სანქციების სპირალში ჩაითრია “ქართული ოცნების” თიტქმის ყველა წევრი, – ამბობს ბუტიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ბრალდება წარუდგინა.
ეკონიმიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, რომეო მიქაუტაძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღეს უნდა იმსჯელოს. ადვოკატი გეგმავს, პროცესზე დააყენოს შუამგდომლობა და მისი დაცვის ქვეშ მყოფის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვოს.