გიორგი ბუტიკაშვილი: მაკა ბოჭორიშვილი საუბრობს როგორც ავტოკრატი და ეუბნება ევროკავშირს და ევროპასაც, რომ ითანამშრომლეთ ავტოკრატთან

მაკა ბოჭორიშვილი საუბრობს როგორც ავტოკრატი  – ასე ეხმაურება “ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრის მიუნხენის კონფერენციაზე გამსოვლას კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი.

ბუტიკაშვილი ამბობს, რომ “ოცნების” ლიდერი ევროკავშირს ავტოკრატთან ურთიერთობას სთავაზობს.

სასაცილოდან კი ჟღერს მაკა ბოჭორიშვილისგან ეს ყველაფერი, რადგან ყველამ იცის იქ, სადაც არის ჩასული, რომ რეჟიმს წარმოადგენს “ქართული ოცნება”.  ეს ფორმატი მაკა ბოჭორიშვილს ევროპისთვის არა ტრანზაქციული ურთიერთობების საკარნახოდ რომ გამოეყენებინა, არამედ იმისთვის, რომ “ოცნება” დაუბრუნდება დემოკრატიულ გზას და იქნება სანდო პარტნიორი ევროპისთვსი და ამერიკისთვის, ეს არ გააკეთა. ის უბრალოდ საუბრობს როგორც ავტოკრატი და ეუბნება ევროკავშირს და ევროპასაც, რომ ითანამშრომლეთ ავტოკრატთან და ჩვენ ვიქნებით თქვენთან”, – აცხადებს გიორგი ბუტიკაშვილი.  

ასევე დაგაინტერესებთ

ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი – როცა სინოდზე უხუცესმა მღვდელმთავარმა იკითხა, დევს თუ არა სეიფში ანდერძი, მღვდელმთავრებმა დაამოწმეს, რომ არ დევს, საფუძველი არ გვაქვს, ეჭვი შევიტანოთ – სეიფები სიცოცხლეში მისი უწმინდესობის თანდასწრებით დაილუქა