გიორგი ბუტიკაშვილი და გიგა ლემონჯავა ვლადიმერ კარა-მურზას შეხვდნენ

“კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები გიორგი ბუტიკაშვილი და გიგა ლემონჯავა რუს აქტივისტს, პოლიტიკოსსა და ჟურნალისტს ვლადიმერ კარა-მურზას და მის მეუღლეს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას “კოალიცია ცვლილებისთვის” ავრცელებს.
მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და სამომავლო სტრატეგიებს.
„პუტინის რეჟიმის ყოფილმა პატიმარმა სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოში დატყვევებულ პოლიტპატიმრებს, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პროცესებს და სამომავლო სტრატეგიებს. კრემლის მარწუხებისგან გათავისუფლება რეგიონში არსებული ყველა დემოკრატიული ძალის საერთო ამოცანაა. ერთად უფრო ძლიერები ვართ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: შეიძლება რომ ოპოზიციურმა პარტიებმა თხოვონ ევროკავშირის ელჩს რომ ძალიან ნელა, დამარცვლით და სწორ ადგილას დასმული აქცენტებით თარჯიმანის დახმარებით თქვას ასეთი წინადადება…

ონისე ცხადაძე მოწმე პოლიციელს – თქვენ თქვით, პრეტენზია მაქვს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაზეო, მაგრამ ჩვენ ერთმანეთს არ ვიცნობდით – არც სამხედრო გამოცდილება მაქვს, იარაღი ხელში არ მჭერია, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას, რამე მოხდეს, თქვენზე უკეთ ვიბრძოლებ ცარიელი ხელებით