გიორგი ბუთხუზს შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი სახოკია ცვლის

10 ნოემბერს ირაკლი კობახიძის მიერ გამოცემული ბრძანების მიხედვით ირკვევა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებებია. ამ დღეს “ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა შს მინისტრის მოადგილის პოსტიდან გიორგი ბუთხუზის გათავისუფლების ბრძანებას და მის ნაცვლად გელა გელაძის მოადგილედ გიორგი სახოკია დანიშნა.
გიორგი ბუთხუზი, რომელიც -ში 2019 წლიდან მუშაობს, სანქცირებულია ლიეტუვის, ლატვიისა და ს მიერ – მას სავიზო და სამოგზაურო შეზღუდვები აქვს დაწესებული. ბუთხუზი ერთ-ერთია პოლიციის იმ მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილმა 30 იანვარს ღირსების ორდენით დააჯილდოვა, 2024 წლის მიწურულს პოლიციის მხრიდან დემონსტრანტებზე სასტიკი მოპყრობისა და ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეების წამების ფაქტების შემდეგ.
ბუთხუზი საჯარო სამსახურში 2004 წლიდან მუშაობდა – მისი პირველი სამსახური იყო , საიდანაც 2006 წელს თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში იწყებს მუშაობას და იქ რჩება 2009 წლამდე, როცა ჯანდაცვის სამინსიტროში გადადის, ასევე გენერალურ ინსპექციაში სამუშაოდ.
შსს-ში ის 2012 წელს ბრუნდება მცხეთის რაიონული სამმართველოს ხელმძღვანელად. ერთი წლის შემდეგ ხდება თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ჯერ დირექტორის მოადგილე, შემდეგ კი დირექტორი.
2016-2019 წლებში ის თავდაცვის მინისტრის მოადგილეა, 2019 წელს დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტს იკავებს რამდენიმე თვით.
რაც შეეხება გიორგი სახოკიას, ის სამი თვის წინ დაინიშნა პოლიციის აკადემიის რექტორად.
წინა წლებში მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტროში, 2021 წელს იყო სახელმწიფო რწმუნებული გურიაში, 2019-2021 წლებში მთავრობის ადმინისტრაციაში მუშაობდა ჯერ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, შემდეგ კი ხელმძღვანელის პოსტზე.
სახოკია 2014-2018 წლებში შსს-ს ადმინისტრაციაშიც მუშაობდა, 2013-2014 წლებში კი სერვისების განვითარების სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი იყო.
ფორუმი