გიორგი ბოტკოველი – სიმბოლურია, რომ მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია იმართება ადგილზე, სადაც წლების განმავლობაში არაერთი აშშ-ს სენატორი, კონგრესმენი, ევროპარლამენტარი და სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტი ყოფილა, რა დროსაც ისინი ეცნობოდნენ იმ ტრადიციებს, რომლითაც ამაყობს ქართველი ერი

სიმბოლურია, რომ ს წიგნის პრეზენტაცია იმართება იმ ადგილზე, სადაც წლების განმავლობაში არაერთი -ს სენატორი, კონგრესმენი, ევროპარლამენტარი და სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტი ყოფილა, რა დროსაც ისინი ეცნობოდნენ იმ ტრადიციებს, რომლითაც ამაყობს ქართველი ერი, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღეს, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკარმიდამოში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი და „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე დაესწრნენ.
„სიმბოლურია, რომ მიხეილ სააკაშვილის წიგნის პრეზენტაცია იმართება იმ ადგილზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ერთადერთი რამის გამო – პოპულარიზაცია მოეხდინა ქართული სოფლის მეურნეობისთვის.
წლების განმავლობაში ბევრი სტუმარი ყოფილა ამ ადგილას, არაერთი აშშ-ს სენატორი, კონგრესმენი, ევროპარლამენტარი, სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტი. სწორედ აქ, ამ ადგილას ადამიანები ეცნობოდნენ იმ ტრადიციებს, რომელიც ტრადიციებითაც ამაყობს ქართველი ერი“,- განაცხადა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.