გიორგი ბოტკოველი – საქართველოში იბადებიან, იბადებოდნენ და დაიბადებიან გმირები, რომლებიც მზად არიან, ქვეყნის მომავლისთვის თავი გაწირონ – გიორგი ანწუხელიძე სამაგალითოა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონული მდივანი გიორგი ბოტკოველი, პარტიის წევრებთან ერთად, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან მივიდა და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
გიორგი ბოტკოველის განცხადებით, სწორედ საქართველოში იბადებიან, იბადებოდნენ და ყოველთვის დაიბადებიან გმირები, რომლებიც მზად არიან თავი გაწირონ საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის.
„დღეს გიორგი ანწუხელიძეს 40 წელი შეუსრულდა. დღეს კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ სწორედ საქართველოში იბადებიან, იბადებოდნენ და დაიბადებიან ყოველთვის გმირები, რომლებიც მზად არიან, საკუთარი ქვეყნის მომავლისთვის თავი გაწირონ. გიორგი სამაგალითოა თითოეული ქართველისთვის. მისი და ჩვენი შვილები უნდა ამაყობდნენ, რომ საქართველოს ასეთი გმირი ჰყავს. გიორგი ანწუხელიძე და არაერთი გმირი გაზრდილა ჩვენს ქვეყანაში, რომლებსაც ქვეყნის ერთიანობისთვის, ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავი გაუწირავს”, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ