გიორგი ბოტკოველი – საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მე ან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იმარჩიელოს, რას იზამს სალომე ზურაბიშვილი

საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მე ან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იმარჩიელოს რას იზამს , 2 თვით ადრე გადადგება თუ 3 თვით ადრე გადადგება. მან უნდა გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება, რომ ქვეყანამ წინ წაიწიოს ევროინტეგრაციის კუთხით – გაათავისუფლოს უკანონო, რუსული პატიმრობიდან , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
გიორგი ბოტკოველის თქმით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში უნდა დაასრულოს პოლიტიკური მართლმსაჯულება
„საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მე ან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა იმარჩიელოს რას იზამს სალომე ზურაბიშვილი, 2 თვით ადრე გადაგდება თუ 3 თვით ადრე გადადგება. სალომე ზურაბიშვილმა ის უნდა გააკეთოს, რისი უფლებებიც მას გააჩნია და სწორედ მისი უფლება ქვეყანას მისცემს კიდევ ერთ შანსს, რომ ქვეყანა განვითარდეს – მან უნდა გაათავისუფლოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. ეს არის მთავარი, მან უნდა გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება. მის ყველა ნაბიჯს, რა თქმა უნდა, დავაფასებ, რომელიც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული, თუმცა მისი ქმედება ადგილზე არასაკმარისი კი არა, ბევრი რამ აკლია მას, რომ დამარწმუნებელი იყოს მისი ქმედება, რომ ის რეალურად წარმოადგენს დამოუკიდებელ სახეს და რეალურად უნდა მას ქვეყნის განვითარებას. გულწრფელი და სამართლიანი შეფასებები მხოლოდ მას შემდეგ შემიძლია გავაკეთო ქალბატონ სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, როდესაც ის ყველა თავის უფლებას გამოიყენებს იმისთვის, რომ ქვეყანა რეალურად გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ის არ იყენებს ამ უფლებებს, მან უნდა დაასრულოს პოლიტიკური მართლმსაჯულება. თვითონ როდესაც საუბრობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოში სასამართლო არ არსებობს, ამ დროს ამ რუსული რეჟიმის სასამართლოს მიერ გასამართლებული მიხეილ სააკაშვილი ზის ციხეში. სწორედ ამიტომ მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არა შეიწყალოს, არამედ გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი უკანონო რუსული პატიმრობიდან“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.