გიორგი ბოტკოველი – საერთაშორისო ასპარეზზე არ დარჩენილა პარტნიორი, ან რომელიმე პოლიტიკოსიც კი, რომელიც არ ამბობდეს იმას, რომ დღეს ქვეყანა რეალურად უნდა იდგეს ევროპის გზაზე, მაგრამ ხელისუფლება უხვევს ამ გზიდან

ჩვენ მოვისმინეთ ევროპის საბჭოს განცხადება და დღეს, საერთაშორისო ასპარეზზე არ დარჩენილა „ქართული ოცნების“ არცერთი პარტნიორი, ან რომელიმე პოლიტიკოსიც კი, რომელიც არ ამბობდეს იმას, რომ დღეს ქვეყანა რეალურად უნდა იდგეს ევროპის გზაზე, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება უხვევს ამ გზიდან, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, გიორგი ბოტკოველმა ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, არ არსებობს ევროპის სტრუქტურები, რომლებსაც საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით მსგავსი მწვავე განცხადებები არ გაეკეთებინა.
„არ არსებობს ევროპის სტრუქტურები, რომლებსაც მსგავსი მწვავე განცხადებები არ გაეკეთებინა საქართველოს ხელისუფლებასთან და „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით, რომელიც ყველაფრის მიუხედავად ხელისუფლებამ მაინც გაიტანა. ჩვენ მოვისმინეთ ევროპის საბჭოს განცხადება და ამას საუბრობს ჩვენი ყველა პარტნიორი. დღეს, არ დარჩენილა საერთაშორისო ასპარეზზე „ქართული ოცნების“ არცერთი პარტნიორი ან რომელიმე პოლიტიკოსიც კი, რომელიც არ ამბობდეს იმას, რომ დღეს ქვეყანა რეალურად უნდა იდგეს ევროპის გზაზე, მაგრამ ქვეყნის ხელისუფლება უხვევს ამ გზიდან. ამიტომ, დარწმუნებული ვარ ეს შეფასებები გავლენას იქონიებს 26 ოქტომბრის არჩევნებზე და ჩვენ ერთად დავამარცხებთ ხელისუფლებას, რომელიც ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას,“ – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე წარიმართება საარჩევნო პროცესი, თუმცა ვერც “ქარდები” და ვერც რაიმე სხვა, გავლენას ვერ მოახდენს ქართველი ხალხის ნებაზე – ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ 60 %-ს გადასცდება ჩვენი მხარდაჭერა

პრემიერი – აშშ-ის ელჩს ვთხოვ, უფრო ღრმად ჩაიხედოს საკუთარი თანამშრომლების საქმიანობაში – ISFED-ი “ქართულ ოცნებას” ბრალად სდებდა 46 000 ხმის გაყალბებას, საელჩომ ამას უწოდა უმნიშვნელო ხარვეზი, ეს არ იყო უმნიშვნელო ხარვეზი, ეს იყო უხეში ბრალდება

ირაკლი კობახიძე PACE-ის დეკლარაციაზე – რა ფასი აქვს ასეთ განცხადებას, როცა არის სავსე ტყუილებითა და სიცრუით – გლობალური ომის პარტია ძალიან მარტივად ზემოქმედებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 24 წევრზე