გიორგი ბოტკოველი – მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” გამოვდივართ ინიციატივით, რომ ყურძნის ფასი რქაწითელთან დაკავშირებით უნდა იყოს 2 ლარი და 30 თეთრი, ხოლო საფერავის 3 ლარი და 50 თეთრი

მიხეილ სააკაშვილი და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა” გამოვდივართ ინიციატივით, რომ ყურძნის ფასი რქაწითელთან დაკავშირებით უნდა იყოს მინიმალური – ორი ლარი და 30 თეთრი, ხოლო საფერავის სამი ლარი და 50 თეთრი – ჩვენ ამ ინიციატივით, აბსოლუტურად, ყველა მევენახის ოჯახში შევალთ და ყველა მევენახეს გავაგებინებთ, თუ როგორ ვაპირებთ ამ ყველაფრის გაკეთებას , – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირი ყოველწლიურად მილიარდ 600 მილიონ ევროს გამოყოფს სხვადასხვა ქვეყნებისთვის მეღვინეობის სექტორის გასავითარებლად.
„სანამ უშუალოდ ჩვენს ინიციატივაზე გადავალთ, მინდა საზოგადოებას მოკლედ გავაცნო თუ რა ხდება დღეს რეალურად კახეთის რეგიონში რთველთან დაკავშირებით.
მიუხედავად, მევენახეების მხრიდან არაერთი მწვავე პროტესტისა და მოთხოვნისა (ჩვენ ვნახეთ აქციები სხვადასხვა მუნიციპალიტეტში), ხელისუფლებამ ყურადაც არ იღო და არცერთი ხელისუფლების ოფიციალური წარმომადგენელი არც კი მივიდა მევენახეებთან, მოსახლეობასთან, რათა მათთვის ელემენტარული განმარტება მაინც გაეკეთებინა, თუ რატომ არის მთავარი პრობლემა ის, რომ ფასი არის მიუღებელი და რატომ არის ზოგადად პრობლემა ორგანიზებულობა, რომელიც ხელს უშლის მევენახეს, რომ საკუთარი მოსავალი ჩააბაროს. მას უწევს ათეულობით კილომეტრის გავლა და ქარხნების ძებნა, თუ სად ჩააბაროს მოკრეფილი ყურძნის მოსავალი, ეს ხალხისთვის არის დამატებითი პრობლემა, რომელიც ივანიშვილს და მის ხელისუფლებას არ აინტერესებს. ს მიზანია, რომ ხელი ააღებინოს მევენახეს ვენახის მოვლისგან, რათა მერე ეს მცირე მასივები, მცირე მევენახეებისა მოხვდეს ისევ ერთეული ადამიანების ხელში და უფრო მეტად გაადიდოს მონოპოლია, რომლითაც [დღეს] დაკავებულია. ფაქტობრივად, დღეს ყურძენი და ყურძნის ფასი ერთი ლარი, არის პირადად ივანიშვილის და მისი ბანდის გადაწყვეტილება, რომ ყველაფერი სპირტად აქციონ და შემდეგ ისევ ისინი გამდიდრდნენ და დამატებითი მილიონები მიიღონ.
რამდენიმე დღის წინ საზოგადოებამ მოისმინა ს განცხადება, სადაც ის საუბრობდა, რომ ყურძნის ფასი რქაწითელთან დაკავშირებით უნდა იყოს მინიმალური – ორი ლარი და 30 თეთრი და რაც შეეხება საფერავს, უნდა იყოს მინიმალური სამი ლარი და 50 თეთრი. ჩვენ ამ ინიციატივით, აბსოლუტურად, ყველა მევენახის ოჯახში შევალთ და ყველა მევენახეს გავაგებინებთ, თუ როგორ ვაპირებთ ამ ყველაფრის გაკეთებას. რატომ გვინდა ჩვენ ევროკავშირი? – იმიტომ, რომ სწორედაც ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა არის ძალიან დიდი ამ მიმართულებით, ევროკავშირი ყოველწლიურად მილიარდ 600 მილიონ ევროს გამოყოფს სხვადასხვა ქვეყნებისთვის, რათა მეღვინეობის და მევენახეობის სექტორი განვითარდეს. ერთ ძალიან პატარა მაგალითს მოვიყვან, ისეთი წარმატებული ქვეყნები, როგორც არის საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, რუმინეთი არის სულ ბოლო ქვეყანა, რომელიც 2007 წელს გახდა ევროკავშირის წევრი, მხოლოდ რუმინეთის მიმართებაში ევროკავშირმა უკვე 400 მილიონი ევრო დახარჯა. არა იმაში, როგორც ივანიშვილი მაფიოზურად აკეთებს, ისევ იმ სუბსიდიას საკუთარ ჯიბეში უშვებს, 20 თეთრს სამათხოვროდ ქვეყნის მოსახლეობას უხდის.
ევროკავშირის მიზანი არის, რომ განავითაროს ადგილობრივი მცირე საოჯახო მარნები, სწორედ ამ მიმართულებით, 26 ოქტომბრის შემდეგ, ყველა თანხა და ყველა ინიციატივა, რომელიც სოფლის მეურნეობისკენ იქნება მიმართული, სწორედ ევროკავშირის წესების შესაბამისად იქნება და ეს მიმართული იქნება მცირე მეღვინეობის, მცირე მარნების განსავითარებლად, რათა მევენახე დამოკიდებული ქარხანაზე არ იყოს, თუ როდის გადმოუგდებს ივანიშვილი მათ ერთობლივად გროშებს და როდის მიიღებს ის ელემენტარულ შემოსავალს, რომელიც იმ ხარჯსაც კი ვერ ასწორებს, რომელიც მას წლების განმავლობაში აქვს გაწეული“, – განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ასევე დაგაინტერესებთ